6 დეკემბერი 2024

ნიკანორი (მელია) : აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო!

ყვარლის ტბასთან  განრისხებული მელია შენიშნეს. ნიკანორი სასტუმრო „ყვარლის ტბაში” ოკუპანტურ ქორწილს აპროტესტებს. სექტის გადაყენებული ლიდერის განცხადებით, მისი მიზანია ქორწილის ჩაშლა.  მელიას ცნობით, მას ხელთ ჩაუვარდა ქორწილის თამადის ე.წ. შპარგალკა, სადაც პირველ სადღეგრძელოდ ვლადიმერ პუტინის და რუსული არმიის სადღეგრლოა.

  • “ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ამბობენ რომ აქ არ არისო, აბა შემიშვან და ვნახოთ თუ არ არიან, გამოქვეყნდეს ინფორმაცია  ყველა დამსვენებლის შესახებ, მე პირადად შევუმოწმებ მათ პასორტებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავდგეთ ისტორიის ნათელ მხარეს ,
  • ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია.
  • აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“. ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო – შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ვინ იყო პოზნერი, არავინ იყო.
  • კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს“, – აცხადებს  მელია  სექტანტების ტელესტუდია „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

სექტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. მათი  ცნობითვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

  • „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.