კობახიძე: რატომ უნდა დასაჯო 50 ბავშვი ამერიკაში არ გაგზავნით, როცა არანაირი არც რისკი არსებობს?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საელჩოს მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ამ ფორმით დასჯა -კატასტროფაა.
- ” გუშინ ასევე გავიხსენე „მართვეს“ შემთხვევა, როცა 50 ბავშვი დატოვეს საქართველოში, არ ჩაურტყეს ვიზები, რაც წარმოუდგენელია. რატომ უნდა დასაჯო 50 ბავშვი ამერიკაში არ გაგზავნით, როცა არანაირი არც რისკი არსებობს, არაფერი და გასტროლები არის შეთანხმებული?
- ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი. მგონი, უნდა დაინტერესდეს საელჩო, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ ისჯებიან ჩვენი მოქალაქეები, რატომ არის დისკრიმინაციული მიდგომა?!
- ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის შვილია, ერთ-ერთი კი იყო მოქალაქის შვილი, რომელსაც არ მისცეს ვიზა. გასული წლის ზაფხულის ამბავია. არ ჩაურტყეს ამ მოქალაქის შვილს ვიზა, ცნობილი ადამიანის შვილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხული იყო ამერიკის უნივერსიტეტში. მისგან ვიცი პირადად.
- ანსამბლ „მართვეს“ რაც შეეხება, 50 ბავშვი მიდიოდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იყო ჩემი შვილი თუ არა. თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს? იმას ამტკიცებთ, რომ ამერიკის საელჩომ, ჩემი შვილის გამო, 49 ბავშვი არ გაუშვა ამერიკაში? მე შეიძლება ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო. თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? ინფორმაცია მქონდა და აღვნიშნე ეს. თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა“, – განაცხადა კობახიძემ.