ჩამოეთრიოს ახალაიას ნათრევი მცხეთის მერი
ხმაური და დაპირისპირება მცხეთის მერიასთან. საგურამოს მაცხოვრებლები საცხოვებელ ზონაში ცემენტის ქარხნის მშენებლობას აპოტესეტებენ, ამბობენ, რომ მშენებელობა მათთვის საფრთხისშემცველია და ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები მცხეთის მერს არ ესმის. ის მოსახლეობას თავდაპირველად შეხვედრას დაპირდა, თუმცა მათ არ შეხვდა.
დღეს სოფელ ჯიღაურას მკვიდრებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ქარხნის დემონტაჟის დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიიღო. სწორედ ეს გახდა მათი მცხეთის მერიასთან პროტესტის მიზეზიც.
“მინდა მერთან შეხვედრა. ამის ბრალეულობით ვიწამლებით. ეს კაცი (საუბარია, მცხეთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) მთხოვდა ზურგს უკან შემხვდი, კამერების წინ ნუ მხვდებიო. ამის ბრალეულობით იწამლება 150-მდე ადამიანი ჯიღაურაში. ეს არის დამნაშავე და ყველამ იცოდეთ. სად ხართ ახლა მაგარი ბიჭები, სტრელკებს რომ მინიშნავთ სამსახურის გარეთ? ამდენი კაცი ვიწამლებით და გარემოს დაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ აქ შეუძლებელია გაჩერებაო. ცირკი მოიკითხეთ თქვენს ოჯახებში. ეს ახალაიას ნათრევი კორუმპირებული ვირთხა. ჩამოვიდეს, სად არის”. – ამბობს გამწარებული მოსახლეობა.
მოსახლეობას საქმე სააპელაციო სასამართლოში მიაქვს.
უკვე წელიწადნახევარია, რაც სოფელ ჯიღაურას მოსახლეობა ცემენტის ქარხნის მშენებლობას.
დადატურებულია, რომ სოფელში ჰაერის დაბინძურება 5 ჯერ აღემატება ნორმის ფარგლებს.