7 დეკემბერი 2024

აშშ-ს ელჩი- კეზერაშვილის ქეისზე:  ეს მხოლოდ ვარაუდია და დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია

BBC -ს მიერ თაღლითობაში მხილებულ ოლიგარქის, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით „თბილისი 24“ ამერიკის ელჩს კელი დეგნანს დაუკავშირდა და კითხვა ორმაგი სტანდარტების შესახებ კითხვა დაუსვა.

– ” მესმის შეშფოთება  საკმაოდ რეიტინგული ტელეარხის მიერ  ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თქვენი კითხვა ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით  და  დღეს გავრცელებული ფაქტის შედარება ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით არ არის მთლად სწორი.

ჩვენ უკვე ნათლად განვუმარტეთ საზოგადოებას, რომ ის არა სანქცირება, არამედ კონკრეტული,  კორუფციაში მხილებული მოსამართლეთა აშშ-ში შესვლის აკრძალვა გახლდათ.  უტყუარი  ფაქტები აღნიშნულის  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დევს და თუ საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი , გასაჯაროვდება კიდეც.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის, ყოფილი მაღალჩინოსანის დავით კეზერაშვილის ქეისს, ბატონი კეზერაშვილი საკუთარ თავს  არსებული ხელისუფლების მიერ დევნილად მიიჩნევს და თვლის, რომ  მასთან დაკავშირებული ყველა ქმედება გარკვეულ პოლიტკურ სარჩულს შეიცავს .  გამოძიება , რომელიც ჩატარდა ჟურნალისტთა კონკრეტული ჯგუფის მიერ, არ არის ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის  სახელმწიფოს პოზიცია და არ ემყარება რაიმე იურიდიულ დოკუმენტს,ის მხოლოდ ვარაუდია და  თუ რაიმე კითხვა გაუჩნდება გამოძიებას მის ( იგულისხმება დ. კეზერაშვილი) მიმართ, არ იქნება ძნელი მისი  გამოკითხვა.

ასე, რომ პარალელის გავლება მოსამართლეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის დასანქცირებას შორის, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია, მითუმეტეს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვინმე დამნაშავედ არ გამოვაცხადოთ,“- აცხადებს აშშ-ს ელჩი.