სკანდალი კეზერაშვილის წინააღმდეგ: ეს არის უშუალოდ კრემლის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა!
ოლიგარქ დავით კეზერაშვილის თაღლითურ სკანდალში მხილებას პარტიად წოდებული ” ნაციონალური” სექტის წევრები და მხარდამჭერები ეხმაურებიან. მათ დიდ ნაწილს აღნიშნული გამოძიება კრემლისგან და მეცენატ ბიძინა ივანიშვილის მართული ჰგონია.
რომან გოცირიძე: “სისულელეა, ეხლა BBC -ს რიგითი ჟურნალისტის მოსყიდვა გაუჭირდებოდა ბორია ივანიშვილს?
ან, ტექტსი ნახეთ, 80 წლის მოხუცს რად უნდოდა 80.000 სახლში ვინ ინახავს მაგხელა თანხას? არავის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება საქმეში კეზერაშვილის მონაწილეობის”.
გუბაზ სანიკიძე: “სხვანაირი სუნი ასდის ამ საქმეს, რაღა ეხლა როცა დღე-დღეზე სააკაშვილის საკითხი წყდება, როცა მას მსოფლიოს წამყვანი ორგანზიაციები აჯილდოვებენ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისთვის?
ეს არის ირიბი დარტყმა სააკაშვილზე, პირდაპირ კმერლის დაკვეთაა, აბა რაა?”
სალომე სამადაშვილი:” BBC- გან მიკვირს სწორედ რუსი ოლიგარქის დაკვეთის შესრულება. წმინდა ქოცური ნარატივია და მეტი არაფერი, მიჭირს რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება.
ლევან ხაბეიშვილი: “დაჯილდოვებაზე ვარ. ნამდვილად არ მცალია ეხლა მსგავსი სისულელის კომენტირებისთვის. ამით სურთ ჩვენი ვიზიტის გადაფარვა ამ იდიოტებს, ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”, ეს არის პირდაპირი დარტყმა ევროპულ დემოკრატიაზე”.
გიული ალასანია: “როცა ამხელა საქმე წყდება ეხლა? ეხლა მოუნდათ ამის გამოგდება? სისულელეა რათქმაუნდა, ეს არის პირდაპირ ჩემი შვილის წინააღმდეგ მიმართული, თორე კეზერაშვილი იარაღია ხომ ვხვდებით ყველა არა”?
გიგი უგულავა: “ჩემზე კარგად კეზერაშვილს ვერავინ იცნობს, რაც არ უნდა დაპირისპირება არსებობდეს “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში, ეს იმდენად აბსურდია, რომ მხოლოდ ჩლუნგი თუ დაიჯერებს, ბიძინა ივანიშვილის ხრიკებია და სხვა არაფერი”.