საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" publico.es ადეიშვილის დელეგაციაში ჩართულობის შესახებ: ეს გარემოება ჩრდილს აყენებს პროცესის სანდოობას – თბილისი 24
20 მაისი 2024

publico.es ადეიშვილის დელეგაციაში ჩართულობის შესახებ: ეს გარემოება ჩრდილს აყენებს პროცესის სანდოობას

ესპანური გამოცემა publico.es ეევროსაბჭოში უკრაინის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი იყო.

  „კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებში ბრალდებული ყოფილი ქართველი მინისტრი უკრაინას ევროპაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ურჩევს- ომის დანაშაულებების გამო.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში მსჯავრდებულია გატაცების, წამების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა საქმეებზე, ამჟამად კი უკრაინის გენერალური პროკურატურის მრჩეველია.
 ეს გარემოება ჩრდილს აყენებს პროცესის სანდოობას და კიევის მთავრობის მცდელობას, დააკისროს მკაცრი პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებებისთვის“, – წერს ესპანური გამოცემა.

– „2012 წელს, ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა არჩევნები წააგო, მისი გუნდი სამართლებრივ დევნას დაექვემდებარა.
ადეიშვილი პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა მისი მეთაურობით უშიშროების თანამშრომლებისა და ოფიციალური პირების მიერ 2008-2012 წლებში: წამება ციხეში, უძრავი ქონებების უკანონო ჩამორთმევა, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების ან ხელოვანებისგან უკანონო თვალთვალი და მიყურადება.
ადეიშვილს დაუსწრებლად მიესაჯა  1 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ უკანონო დახურვისთვის.
იგი ასევე გაასამართლეს 2007 წელს ტელეკომპანია „იმედზე“ თავდასხმის გამო, “აკურას“ ღვინის ქარხნის ჩამორთმევის, “ბანკ ქართუს“ გაკოტრების საქმეებზე.
2021 წლის იანვარში მას დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, კობა დავითაშვილის გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე .
2021 წლის ივლისში დამნაშავედ ცნეს პატიმართა დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში და მიესაჯა 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა“, – წერს გამოცემა publico.es