საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" საქართველო რომ არ იქნა ჩათრეული კონფლიქტში, ეს პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა – თბილისი 24
19 მაისი 2024

საქართველო რომ არ იქნა ჩათრეული კონფლიქტში, ეს პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა

მწერალი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია ხელისუფლებას და საზოგადოებას აფრთხილებს და აცხადებს, რომ  დღევანდელი პოლიტიკით  უფსკრულის კანდიდატები ვართ!

–  ” თანამედროვე პოლიტიკას იმხელა „ხვრელი“ აქვს, მოუქნელობით და არათანმიმდევრულობით, არათუ ვერ ამოავსებ, თუ ჭკუით არ მოიქცევი, უფსკრულში ჩაგიტანს! რაც არ უნდა მოვიტყუოთ საკუთარი თავი, ჩვენ , დღევანდელი პოლიტიკით ( თუ რამე არ შევცვალეთ), უფსკრულის კანდიდატები ვართ!!! სამწუხაროდ..”- წერს ის სოციალურ ქსელში.

“თბილისი 24”  დაუკავშირდა ბატონ ზაურს და სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით.

 ინტერვიუში  პუბლიცისტი მადლობას უხდის ხელისუფლებას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, შენარჩუნებული მშვიდობისთვის.

  • რა პოლიტიკურ ხვრელზე საუბრობთ,  კონკრეტულად რა ქმედებებში გამოიხატება ხელისუფლების “მოუქნელობა და არათანმიმდევრულობა?!

– ძალიან არაპროგნოზირებადია თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. ამდენად ეს ჩვენზეც აისახება . თანამედროვე პოლიტიკას იმხელა ხვრელი აქვს მოუქნელობით და არათანმიმდევრულობით, არათუ ვერ ამოავსებ, აქ ვგულისხმობ , რომ ჩვენი პოლიტიკაც თანმიმდევრული უნდა იყოს. თუმცა, ამის შესაძლებლობა ნაკლებად გვეძლევა დღეს. მე  ამ შემთხვევაში, არ ვაკრიტიკებ დღევანდელ ხელისუფლებას, ზოგადად ვამბობ. იმიტომ, რომ თუ ქვეყანაში სიტუაცია არის მძიმე , ეს არა მარტო ხელისუფლების ბრალია, არამედ საზოგადოებასაც ლომის წილი მიუძღვის ამაში.  დიახ,საზოგადოებაც უნდა იყოს თანმიმდევრული!  ის უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლების საქმიანობას და დასკვნა გამოჰქონდეს იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა  ხელისუფლება.

ყოველშემთხვევაში, უპირველესად ხალხი უნდა ეხმარებოდეს ხელისუფლებას , რომ არ დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომები … სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკა არ არის იმ რანგში აყვანილი.   ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკა ეს, ზოგადი ცნებაა, არადა ეს კონკრეტული ცნებაა-  ჩვენ ვღებულობთ შედეგებს იმას და მიხედვით , როგორც ვიქცევით! დღეს, სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკა არ არის თანმიმდევრული.  არც სამოქალაქო საზოგადოება  არსებობს.  ჩვენ არ გვაქვს გააზრებული, ანუ, გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებას  უნდა ჰქონდეს მომავლის წინაშე. სამწუხაროდ,  ჩვენ ვეძებთ დამნაშავეს ყველაში და არასოდეს არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ. ეს პარადიგმა, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველ ერში, ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს სამომავლოდ.

  •  მართველი ძალის განცხადებით , მათი ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურებაა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. კონკრეტულად ვის დამსახურებად მიგაჩნიათ ეს?

ე დღეს არ შემიძლია ვიყო  დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკოსი. თუმცა, ეს არ ნიშნავს ოპონირება გავუწიო რაღაც ნაწილში, მაგარამ ეს ოპონირება იქნება კონსტრუქციული, იმდენად, რამდენადაც დღევანდელი სიტუაცია, რომ საქართველო არ იქნა ჩათრეული  რუსთთან კონფლიქტში, უდავოდ მმართველი გუნდის  დამსახურებაა, კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის. რადგან საუბარი მშვიდობის შენარჩუნებაზე ჩამოვარდა გულწრფელად ვიტყვი, რომ ამაში ლომის წილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.

  •  ფიქრობთ,რომ არსებული ხელისუფლება მიღებული გადაწყვეტილებების დროს თავისუფალია?

-იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მსოფლიოში ხდება დღევანდელი ხელისუფლება ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნება. თუ, რატომ ამას ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს. მხედველობაში მაქვს სერიოზული ზეწოლები.

  • რა მსგავსებას ხედავთ, წინა და არსებულ ხელისუფლების?

-ეს კითხვა ცოტა უხერხულია, გამომდინარე იქედან, რომ როგორ შეიძლება შეადარო ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”.
მიუხედავად იმისა, რომ  “ქართულმა ოცნებამ ” ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, შედარება  “ნაციონალურ მოძრაობასთან”  არ შეიძლება: დღეს არ ხვრეტენ ქუჩაში ადამიანებს, არ ახევენ ბიზნესს, ღამე არ იბარებენ ნოტარიუსთან და ა.შ.

  • გადაჭარბებულად ხომ არ გეჩვენებათ “საქართველოს მიღწევების” ქაღალდების ფრიალი, როცა ეკონომიკურად უჭირს და არაფერი ეტყობა ხალხს?

 ამაზე პასუხი  თითქმის გამომდინარეობს წინა კითხვის პასუხიდან. რაც შეეხება ეკონომიკურ კოლაფსს ეს ზოგადად  შეინიშნება მსოფლიოში. მოგეხსენებათ, რუსეთ -უკრაინის კონფლიქტმა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სამყარო. იმის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში საქართველო ვერ იქნება კარგ სიტუაციაში.

 შეიძლება ითქვას პირდაპირ დღეს სახელმწიფო ელიტა ჩაფლულია კორუფციაში,  უმრავლეოსობა კომფორტსაა დახარბებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის, რომ ქვეყანაში  სიმშვიდე შევინარჩუნოთ და საქართველო არ გაქრეს პოლიტიკური რუქიდან.

  • რა უნდა შეცვალოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ მეტად დაუახლოვდეს ხალხს?

სხვათაშორის, ეს ხალხმაც  უნდა მოინდომოს. არ შეიძლება საკუთარი ხელისუფლება გიყვარდეს, როგორიც უნდა იყოს იგი, მაგრამ  ყოველთვის უნდა იყო ხელისუფლებასთან დისტანციურად, უნდა მხარს უჭერდე სწორ გადაწყვეტილებებში, მაგრამ  სისტემატურ ოპონირებას უნდა უწევდე, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვას…

  • და ბოლოს: რას ურჩევდით დღევანდელ ხელისუფლებას ?

-დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ პროფესიონალებს არ ეძებენ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში  ჯერჯერობიოთ პროფესიონალთა რესურსები არსებობს, მაგრამ ნება არ არის ,რომ ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თუ ეს ბარიერი არ გადაილახა, ხვალ -ზეგ არც პროფეისონლები გვეყოლება და ქვეყანაც საკუთარ ორიენტირს დაკარგავს!