12 სექტემბერი 2024

Rira bien qui rira le dernire -იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

პუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში, –  აცხადებენ ყველგან, აცხადებს ყველა, მათ შორის სომხურ რადიოდ ქცეული ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

ჰეი, რადიო, ვის რაში სჭირდება  ჩვენი ან  დღეს  განსაკუთრებით ИЗГОЙ-დ ქცეული რუსული სიმართლე, როცა სიმართლე არის და იქნება მხოლოდ ის, რასაც საუბრობთ თქვენ და თქვენი ოკაენისგაღმა ძმები!

არავის აქვს ილუზია, რომ  ძლევამოსილი ქვეყნების სპეც. სამსახურები არ ფლობთ რეალურ ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

უბრალოდ, თქვენ  ეროვნული ინტერესების ეფექტურად გასატარებლად  გაგაჩნიათ  საკუთარი, წლების წინ დაწერილი, მკაცრად აწონილ-დაწონილი “სიმართლე“, რომელიც დროის განსაზღვრული მომენტისათვის  გაწყობთ,ჭირდებათ და იყენებთ.

შესანიშნავად უწყით დასვლურმა სპეცსამსახურებმა  ვინ, რა მიზნებისათვის გამოზარდა სააკაშვილი, კარგად იცოდით  და იცით მის მიერ ჩადენილი “საგმირო საქმეები“, თავადვე აღიარებთ მის როლს აგვისტოს ომის პროვოცირებაში, მაგრამ ცნობილი ლოგიკით “ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილი“, ევროპის მაღალ ეშელონებში დღემდე დაჟინებით ითხოვთ ” პუტინის წინააღმდეგ მედგარი მებრძოლის” ციხიდან  გათავისუფლებას.

– გჭირდებოდათ ქიმიური ნივთიერებების “აღმოჩენა” კონკრეტული ქვეყნის დასაბომბად და ხელისუფლების დასამხობლად? -“იპოვეთ” კიდეც. მაგრამ, პოსტფაქტუმ თქვენივე გამოქვეყნებული მტკიცებულებით აღმოჩნდა,რომ სადამ ჰუსეინს ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების ნასახიც არ გააჩნდა თურმე,

– დაგჭირდათ ბაშარ ასადის კომპრომეტირება, თითქოს აკრძალული ქიმიური ნივთიერებებით მოწამლა საკუთარი მოსახლეობა, ბავშვები? – “იპოვეთ”!  შემდეგ, ესეც ინსცენირებული  აღმოჩნდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად წლები ეწეოდით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.პუტინის ხელისუფლების  დისკრედიტაციას, კომპრომეტაციას მსოფლიო საზოგადოების თვალში, დაწყებული ლიტვინენკოს, სკრიპალის, ნავალნის თითქოსდა საბჭოთა წარმოების ქიმიური ნივთიერებებით “მოწამვლის ფაქტით,” წინასწარ შედგენილი  სამედიცინო დასკვნით, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებით და გამოძიების გარეშე, პირველსავე დღეს რუსეთზე დაბრალებით, მაგრამ არც ერთი ფაქტი, პირდაპრი მტკიცებულება ამის არავის არ წამოუდგენია.

ათასგვარი ზეწოლით, პოლიტიკური ხრიკებით  უშედეგოდ  ცდილობდით  ბიძინა ივანიშვილის იძულებას დათანხმებულიყო  რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს  ჩართვას, მაგრამ ამაოდ.   (სხვათაშორის, აშშ-ის ელჩი დეგნანი ექსპრემიერთან კონფიდენციალური  შეხვედრით თავად ცნობს და აღიარებს მას N 1 გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად საქართველოში.)

მას შემდეგ  დაიწყეთ  თქვენი გავლენის აგენტურით  მეცენატ ივანიშვილის აქტიური კომპრომეტირება-  ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციით,  საქმეში ჩართეთ შვეიცარიული ბანკი, სიტუაციის ასაყირავებლად საქართველში გადმოსხით  ამერიკული „დესანტი“ და ტრენინგებს უტარებდით ადგილობრივ დაშნაკებს.

ფაქტია,  ქვეყანაში სიტუაციის დასაძაბად  იყნებთ ყველა ხერხს, მიმართავთ  ყველა ზომას, აპრობირებულ მეთოდს, ავრცელებთ ათასგავრ  აბსურდულ  ჭორს სააკაშვილის მოწამვლის ფაქტის შესახებ და ა.შ, მაგარამ არაფერი არ გამოგდით და არც გამოგივათ, იმიტომ რომ თქვენი „სიმართლის “გარდა არსებობს  უბრალოდ სიმართლე , ხალხის სიმართლე , რომელიც  სამწუხაროდ დღეს არც ერთ რადიოში არ ჟღერს.