სამადაშვილი: “ქართული ოცნების” დასასრული მოახლოვდა! (ვიდეო)
“ნაციონალური მოძრაობის ” ყოფილი ლიდერი , ამჯერად პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენზე ექსპერტულ დასკვნას დებს და “ქართული ოცნების” განცხადებებს “ფსიქიკურად გაუწონასწორებელს ” უწოდებს, რომელიც მისი მმართველობის “დასასრულის მოახლოებასთან” არის დაკავშირებული.
- ” ერთადერთი, რაც შეგვიძლია რომ დავასკვნათ, აი ამ ყველაფრისგან, გაუგებარი მოძრაობებისგან, სრულიად რეალობას მოწყვეტილი და მე ვიტყოდი ფსიქიურად რაღაცა გაუწონასწორებელი განცხადებებისგან, რასაც დღეს აკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, იციან , რომ დასასრული მოახლოვდა და დასასრულის მოახლოებასთან ერთად ბევრ არაადეკვატურ ქცევას და განცხადებებს აკეთებენ“- აცხადებს სამადაშვილი.