საქართველოში ნებისმიერი რადიკალიზმი მიუღებელია!
საკუთარი ისტორიის მანძილზე საქართველო ყოველთვის გადიოდა დანის პირზე.
დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ძლიერი , გაწონასწორებული ცენტრისტული მოძრაობა, რომელიც მისაღები იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველა სოციალური, ეთნიკური, რელიგიური ჯგუფისთვის!
რომლისთვის საქართველო იქნება უპირველესი და არა პირობითად “სტრატეგიული პარტნიორისგან” მიღებული დირექტივები,
– რომელიც, უპირველესად საკუთარ საკანონმდებლო ორგანის მიღებულ კანონებს სცემს პატივს, “ნიშნის დასაწერად” და შესაფასებლად არ უგზავნის ვენეციის თუ მოსკოვის კომისიას,
– რომელიც, პირველ რიგში საკუთარ სასამართლო სტრუქტურებს ენდობა, მისი სამართლიანობის სჯერა და არა რომელიმე ქვეყნის ” ღამის მორიგე მოსამართლის”,
– რომელიც არ ლანძრავს და “მოღალატის”იარლიყს არ აწებებს საკუთარი ქვეყნის უმარავლესობის მიერ არჩეულ პრემიერს,
– რომლისთვისაც უპირველესია ჯერ საკუთარი სამშობლო!
არ შეიძლება არც ერთი , მემარცხენე იქნება თუ მემარჯვენე მიმართულების რადიკალური ჯგუფების კანონზე მაღლა დაყენება, მათი ცხოვრების წესის მთელი საზოგადოებისთვის თავის მოხვევა.
საქართველო არასდროს ყოფილა რადიკალიზმით დაავადებული სახელმწიფო!
შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, ყოველთვის იყო ქართველი კაცის დამახასიათებელი თვისება.
თავის მხრივ, ქართველი არც არავის მისცემდა უფლებას თავს მოეხვია საკუთარი ცხოვრების წესი, შეხედულებები. არ დაუკარგავთ იდენტობა, ქართული სული, ფერეიდანში ოთხი ასეული წლის წინ, როგორც დღეს უწოდებენ “იძულებით ადგილნაცვალ პირებს”!
ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ მხოლოდ რადიკალურად (ლიბერალური იქნება ეს თუ სხვა) განწყობილი ადამიანები, რომელთათვის ქვეყნის ხსნა საპირისპირო შეხედულებების ადამიანების, თუნდაც კოცონზე დაწვაა.
რადიკალიზმით საზოგადოებაში შუა ვერ გაიკაფება. “შუის გაკაფვა” სწორედ, რომ ფაშიზმია, ერთ -ერთი ფრთის სასარგებლოდ!
ხელისუფლებას: როდესაც პოლიციელების ცოცხლად დამწვავ “პატრიოტებს” მიაგნებთ , როდესაც საქართველოს დროშის შემურაცხმყოფელებს დასჯით, შემდეგ აღძარით საქმე უცხო ქვეყნის დროშის შებღალვაზე!