14 ოქტომბერი 2024

პუტინი: ევროპელებმა დაკარგეს ეროვნული ინტერესების ინსტინქტი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროპელებმა დაკარგეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გენი.

  • „ფაქტია, რომ ზოგადად, ევროპელებმა, ჩემი აზრით, დაკარგეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესის გენი, რაც უფრო მეტად ურტყამენ ცხვირში ან თავზე, მით უფრო წელში იხრებიან და ფართოდ იღიმებიან. ძნელია, რას იზამ,  ეს არის დღევანდელი ევროპელი ხელმძღვანელების თაობა.
    ეროვნული ინტერესის ინსტინქტი დაკარგული აქვთ“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში,რუსეთის ტელეარხ “России 1”-ზე.