6 დეკემბერი 2024

ყიფიანი: საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური სისხლი, შესაძლოა ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ!

უფლებადამცველ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, თბილისში, პარლამენტის წინ  მიმდინარე პროცესები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა მის თანამდებობიდან გადადგომას, პრემიერად ვიქტორ ყიფინის არჩევას.

ამის დასტურად უფლებადამცველს სომხეთის პირველი არხის მიერ, მიმდინარე წლის 10 მარტს გასული გადაცემა მოყავს ადვოკატ ვიქტორ ყიფიანთან, სათაურით “საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური სისხლი, შესაძლოა ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ”, სადაც ყიფიანი აკრიტიკებს “ქართული ოცნების ” თავმჯდომარის ირაკლი კობიხიძეს პოზიციას. ყიფიანის თქმით ირაკლი კობახიძის განცხადებები  უკრაინის შესახებ  “იყო სრულიად გაუგებარი, არაკორექტული და დაუბალანსებელი”.

  •  “ვისურვებდი, რომ მმართველი პარიის თავმჯდომარე აკეთბდეს უფრო მეტად აწონილ-დაწონილ განცხადებებს. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ მიუხედავად მისდამი ჩემი პატივისცემისა, ის კეთილსინდისიერი ადამიანია და სათანადო ცოდნას და კომპეტენციას ფლობს, როდესაც მის პრესკონფერენციას მოვუსმინე, მისი რიტორიკა და ფორმულირებები, განსაკუთრებით ასეთ დელიკატურ საკითხებზე, თუნდაც ისეთზე როგორიც უკრაინის თემაა – მე ძალიან არ მომეწონა და ეს მაშინვე დავიჭირე ამ განცხადების კონსტრუიქციის უხერხულობა.
  • ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება არათუ მხოლოდ შიდა გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, არამედ – უკრაინა-საქართველოს არცთუმარტივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საჭირო არ არის ცეცხლზე ნავთის დასხმა.
  • იმის ნაცვლად რომ საპირისპიროზე, უკრაინასთან ურთიერთობათა დათბობაზე და ურთიერთობათა შემობრუნებაზე ვიფიქროთ, ასეთი განცხადებები შესაძლოა მის ემოციურ მდგომარეობას მივაწეროთ, მაგრამ რამდენადაც ვიცი ის გაწონასწორებული პიროვნებაა და ყველა შემთხვევაში მიკიბვა-მოკიბვის გარეშე რბილად ვიტყვი ვიტყვი, რომ მისი ეს განცხადებები იყო სრულიად გაუგებარი, არაკორექტული და დაუბალანსებელი. ასეთი განცხადებები ყოველთვის რისკის შემცველია, რათა კუდები არ გამოებას.
  • მე არ მიდევნებია თვალი უკრაინის მედიისათვის და არ ვიცი კობახიძის განცხადებებზე მათი რეაქცია, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობათა სირთულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავის განცხადებებში მეტად ფრთხილი უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ მან ასეთი არაორდინალური პარალელები გაავლო.  ამ საკითხზე მე ამით შემოვიფარგლები,”- აცხადებს  ყიფიანი.

უფლებადამცველი  ირაკლი ზაქარეიშვილი  პრემიერ ღარიბაშვილს ბოდიშს უხდის და წერს : 

  •  “აქვე ბოდიშს ვუხდი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მის მიმართ ჩემი მწვავე კრიტიკისათვის და ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კვლავ გამოვხატო და დავადასტურო მისდამი ჩემი ღრმა პატივისცემა!
    მე ვხვდები რომ თქვენზე იყო უდიდესი ზეწოლა, რათა უკვე ხელმეორედ უსამართლოდ გადაეყენებინეთ! უბრალო ხალხი გვერდით გვიგულეთ პრემიერო! მადლობა რომ მაგრად დადექით, არ გადადექით!.. გვეიმედებით ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე.”