პატივცემული ევროპელი გვამები შეაშფოთა პრემიერის განცხადებამ !
თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის?- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, გერმანელი SS-ის წევრის შვილი, ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
– „თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის?
რა თქმა უნდა, მას არ აქვს ადგილი მსგავსი განცხადებებისთვის და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ასე იქცევა ევროპის მიმართ“, – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
ცნობისათვის: თომას ჰენდრიკ ილვესი დაიბადა 1953 წლის 26 დეკემბერს სტოკჰოლმში, შვედეთი.
2000 წლის 14 აპრილს გაზეთ “ახალგაზრდა ესტონელში”-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ესტონეთში ავსტრიის ელჩის პეტერ პილცის მითითებით, ილვესის მამა SS-ში მსახურობდა, ამის შესახებ თავად ილვესმა განაცხადა, როდესაც ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ესტონეთის მინისტრმა თომას ილვესმა ნაცისტების საქმიანობასთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე ავსტრიელი მოღვაწის იორგ ჰაიდერის განცხადებების განხილვისას განაცხადა, რომ „ბევრი ესტონელი, მამამისის ჩათვლით, მსახურობდა SS-ის ჯარებში. ამჟამად SS-ის ჯარები ესტონეთში მოგონებებს აღვიძებენ, პირველ რიგში, როგორც საბჭოთა აგრესორების წინააღმდეგ გმირული წინააღმდეგობის დროს“, – ნათქვამია ავსტრიის ელჩის მოხსენებაში.