16 სექტემბერი 2024

რიში სუნაკი და კამალა ჰარისი: პუტინის ომი უკრაინაში გლობალურია!

წარმოშობით ორი ინდოელი,  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი  კამალა ჰარისი დიდი მსჯელობის შემდეგ  საოცარ დასკვნამდე მივიდნენ. ისინი  შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომი გლობალურია მასშტაბის მხრივ.

  მათ ასევე დაგმეს ის ქვეყნები, რომლებმაც პუტინის ძალისხმევას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მხარი დაუჭირეს, ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენელმა განაცხადა.

ლიდერებს შორის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

  • „ისინი შეთანხმდნენ, რომ პუტინის ომი უკრაინაში გლობალური ომია, როგორც სურსათისა და ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის კუთხით, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებზე, როგორიცაა სუვერენიტეტი მისი შედეგებით. პრემიერ-მინისტრმა [სუნაკმა] და ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა დაგმეს ის ქვეყნები, რომლებმაც პუტინის ძალისხმევას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.