6 დეკემბერი 2024

სააკაშვილი: გამიშვით და შევჭამ!

   მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება, პაციენტი თავადაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ექიმი-ენდოკრინოლოგის მიერ გაწერილია მენიუ, დღის განმავლობაში თუ რა რეკომენდებული საკვები უნდა მიიღოს,  ინფორმირებულია პაციენტიც და ოჯახის წევრებიც, რომლებმაც უნდა მოუტანონ, რაც შედის ამ მენიუში, მაგრამ გრძელდება ის, რომ რეკომენდაცია არ სრულდება.

მსჯავრდებულის დედამ პროფესორმა ალასანიამ ჟურნალისტებს საჯაროდ აჩვენა მიშიკოს ყოველდღიური კვების ულუფა რომლის, ჩამონათვალი ასეთია:

  1. 100 გრ ცივი მჭადი,
  2. 150 გრამი უხორცო „ტყუილი სუპი“ ,
  3. 100 გრ ნივრიანი შავი პური,
  4. 1 ცალი მომცრო კიტრი.

ასეთია  მიშას იძულებითი დიეტა რომელშიც,გამზრდელი დედა გიული ამყოფებს და დაქირავებული „დოხტურების“ ენით კახექსიის დიაგნოზით ნათლავს.