პროფესორი ალასანია: უკაცრავად, ვის უნახავს ჩემი შვილის სისხლის ღვრა?

- ” ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?!
- სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა?
- ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?“, –
ასე გამოეხმაურა საქართველოს უძლეველი მხედართმთავრის მშობელი დედა, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, თბილისის დამსახურებული მოქალაქე გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ -პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია”.