ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც დაძაბავს სიტუაციას არის პოზიტიური და მისაღები

უარი თქვით მანდატებზე, დატოვეთ პარლამენტი და იმოქმედეთ – აცხადებს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციას მოუწოდებს, ხელისუფლებას მეტი დისკომფორტი შეუქმნას, რითაც ძალაუნებურად დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასაც მიიღებს.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან, დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. უნდა იმოქმედო! პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნას დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ მას დაძაბავს და ნამდვილას ეს მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთა 24 საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებისგან, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ჩვენ ამ ნაბიჯში“.– ამბობს გიორგი მარგველაშვილი.