საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ქვეყნის რეალური დენაციფიკაციის დროა! – თბილისი 24
16 მაისი 2024

ქვეყნის რეალური დენაციფიკაციის დროა!

პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის განცხადებამდე  ნაციონალურ მოძრაობასთან მებრძოლი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი, კავშირი თუ გაერთიანება ცალკ-ცალკე და ერთად აღებული, მის გარეშე არაფერს წარმოადგენდა.

არაფერს წარმოადგენს დღესაც, თოთოოროლა ერთგული ადამიანის გარდა. საუბარია ლიდერებზე და არა გულანთებულ უბრალო,რიგით ადამიანებზე, ვინც უდიდესი რისკის ფასად ებრძოდა რეჟიმს.

ძალიან კარგად იცოდით და იცით ეს მოცემულობა დღესაც, რაც ღრმა დისკომფორტს გიქმნით მავანს. არ გსიამოვნებთ, უმალ”ნაცის” ირლიყს  აკერებთ თუ  ვინმე გაბედავს სიმართლეს პირში თქმას.

მრავალი გამართული შეკრებებით, მიტინგებით თუ უაზრო ტელე-მასკარადით მის გარეშე ძვრა ვერ უყავით სააკაშვილის რეჟიმს, იმიტომ რომ   99 % ჩანერგილები იყავნენ  სოდ-ის თუ კუდ-ის მიერ ე.წ. ოპოზიციის რიგებში.

შესანიშნავად  იცოდა ბატონმა ბიძინამ ბერძენიშვილების, ხიდაშელების, მიროტაძეების  თუ სხვა მრავალთა მოღალატეობრივი ბუნების შესახებ, მაგრამ მაშინ  სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ იყო. საჭირო იყო საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობადი სახე, ძალა, რომელსაც ის დაეყრდნობოდა სატანიზმთან ბრძოლაში.

უკვე მე-11 წელია, რაც ეს ადამიანი რევანშისტულად განწყობილი ძალების, ნაცისტური რეჟმის წარმოამდგენლების ყოველდღიური თავდასხმის ობიექტია. მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი ხელისუფლება კი თავად დასაცავია ამ ძალის ცილისწამებებისგან. ივანიშვილის მხარდაჭერის, პიროვნული ავტორიტეტის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებს დარჩეს მმართველ ძალად.

იციან ეს საქართველოს მტრებმა და ასე – ყველა ბინძური ხერხით, გზით, საშუალებით გაშმაგებით უტევენ ივანიშვილს და ცდილობენ მის დისკრედიტაციას, უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს და ცდილობენ მის ი ძ უ ლ ე ბ ა ს  დატოვოს სამშობლო.

2011-2012 წლებში ნებისმიერი გზით საჭირო იყო თურქმენიზაციისგან თავის დაღწევა და ქვეყნის გადარჩენა. დღეს სიტუაცია მკაფიოდ განსხვავებულია. ამერიკული  დიქტატურის, აშშ-ს საელჩოდან ზარის და ფეხების ბაკუნის  დრო დასრულებულია.

ქვეყნის რეალური დენაციფიკაციის დროა!

დროა დაიცვათ  საკუთარი თავი და დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების, უბრალო ადამიანების ფსიქიკა  ტელეკანალიზაციებიდან მჩქეფრე ნაცისტური ტერორისგან, ცილისწამებისგან, თუნდაც “მედიის შესახებ” კანონის მიღებით.

ნუ ცდით ხალხის მოთმინებას,  ნუ არყევინებთ სახელმწიფოს მდგრადობას რევანშით შეპყრობილ ბ ი ო მ ა ს ა ს, გამოფხიზლდით, გვერდით დაიყენეთ მებრძოლი,უშიშარი, ერთგული ადამიანების არმია, რომლებიც ელიან თავის სიტყვას,  რომლებმაც  მრავალჯერ საქმით დაამტკიცეს თავის ერთგულება ქვეყნისადმი და არა არსაიდან მოუსლი, ოცნების საპარლამენტო სიაში სუსიდან  ჩასმული, უსახელო ადამიანთა კასტა.

თორემ, არ დაილევიან და კლვლავ იმძლავრებენ  ბუნებრივ მდგომარეობას დაბრუნებული – ლევან და დავით ბერძენიშვილები, გუბაზ სანიკიძეები, ეკა ბესელიები, დავით უსუფაშვილები ,თინათინ ხიდაშელები ,ზვიად ძიძიგურები ,მურმან დუმბაძეები,ირაკლი ალასანიები ,მაია ფანჯიკიძეები, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილები – მეუღლითურთ ,პაატა კიკნაველიძეები, გედევან ფოფხაძეები, ზვიად კვაჭანტირაძეები,შალვა შავგულიძეები,ნინო გოგუაძეები ,დავით ჭიჭინაძეები,კახა ოქრიაშვილები,გიორგი გაჩეჩილაძეები, პაატა ზაქარეიშვილები ,ანი მიროტაძეები,ელისო ჩაფიძეები, ნოდარ ხუხაშვილები…