“ისტორიული მეგობრის”- თურქეთის ღალატის ანატომია
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1920 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში სევრის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის იმპერიის დაშლა- დანაწევრება გადაწყდა.
ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიები საბერძნეთის, საქართველოს, სომხეთის,ერაყის, სირიის და იტალიის სასარგებლოდ ნაწილდებოდა.
შეთანხმების თანახმად ოსმალეთის იმპერიას აეკრძალა საზღვაო ფლოტის და მძიმე სამზედრო შეიარაღების ფლობა. იმპერია განადგურებისგან იხსნა ქემალ ფაშამ, 1920-1950 წლებში ახლადშექმნილი რესპუბლიკის პრეზიდენტმა, თურქეთის ეროვნულმა გმირმა და ლენინის ახლო მეგობარმა.
1920 წლის 26 აპრილს ქემალმა სთოვა ლენინს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ” შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში საერთო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად“”.
თურქეთი იღებდა ვალდებულებას საბჭოთა კავშირთან ერთად ებრძოლა იმპერიალიზმის, იმპერიალიზმის მტრების და იმპერიალისტური მთავრობების წინააღმდეგ.
უფრო კონკრეტულად თურქეთი პირობას დებდა:
1. ჩვენ (თურქეთი) ვიღებთ ვალდებულებას, რომ მთელი ჩვენი სამუშაო და ყველა ჩვენი სამხედრო ოპერაცია დავუკავშიროთ რუს ბოლშევიკებს,
2. თუ საბჭოთა ჯარები აპირებენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას ჩვენ დიპლომატიური საშუალებებით, ან სხვა გავლენით ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა შევიდეს საბჭოთა კავშირში და განახორციელოს ბრიტანელების განდევნა კავკასიის ტერიტორიიდან,
3. თურქეთის მთავრობა განარციელებს სამხედრო ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ,
4. პირობას დებს, რომ აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა შეუერთდეს საბჭოთა სახელმწიფოთა წრეს,
5. იმისათვის, რომ იმპერიალისტური ძალები თავდაპირველად განიდევნონ თურქეთის ტერიტორიიდან, საჭიროა გაძლიერდეს ჩვენი თურქული არმია, გავაგრძელოთ საერთო ბრძოლა იმპერიალიზმთან, ვთხოვთ საბჭოთა რუსეთს დახმარების სახით მოგვცეს ხუთი მილიონი თურქული ლირა (ოქროში), იარაღი და საბრძოლო მასალა იმ რაოდენობით, რომელიც უნდა დაზუსტდეს მოლაპარაკებების დროს. გარდა ამის, გარკვეული სამხედრო ტექნიკა და სანიტარული მასალა, ასევე საკვები ჩვენი ჯარისთვის, რომელსაც მოუწევს მოქმედება აღმოსავლეთით.”
1920 წლის მაისში მოსკოვში იმყოფებოდა თურქეთის დელეგაცია გენერალ ხალილ ფაშას მეთაურობით. ვიზიტისას თურქეთს თავდაპირველად გამოეყო 1 მილიონი ოქროს მანეთის დახმარება ანუ 774 კგ. ოქრო.
1920 წლის ივლის-ოქტომბერში ქემალისტებმა რუსეთის არმიისგან მიიღეს 8 ათასი თოფი, დაახლოებით 2 ათასი ტყვიამფრქვევი, 5 მილიონზე მეტი ვაზნა, 17,6 ათასი ჭურვი, თითქმის 200 კგ ოქროს ზოდები.
გარდა ამისა, 1919-1920 წლებში თურქეთს გადაეცა 1914-1917 წლებში მოქმედი რუსული კავკასიური არმიის მთელი შეიარაღება, საბრძოლო მასალის და ყველა რეზერვი აღმოსავლეთ ანატოლიასა (ანუ დასავლეთ სომხეთში) და თურქეთის შავი ზღვის რეგიონში.
ვინაიდან ქემალს საზღვაო ფლოტი სრულად განადგურებული იყო , თურქეთმა იმავე წლებში რსფსრ-სგან მიიღო ხუთი წყალქვეშა ნავი და რუსეთის საიმპერატორო საზღვაო ძალების ორი გამანადგურებელი („ჟივოი“ და „კრეიპი)
საბჭოთა კავშირმა, ხელშეკრულების შესაბამისად, 1920-22 წლებში საერთო ჯამში თურქეთს გამოუყო ფინანსური დახმარება 10 მილიონი ოქროს მანეთის სახით, გაგზავნა 39 ათასი “ვინტოვკა”, 63 მილიონი ვაზნა, 327 ტყვიამფრქვევი, 54 თოფი, 147 ათასი ჭურვი და სხვა იარაღი.
საბჭოთა მთავრობა დაეხმარა ანკარას ორი დენთის ქარხნის აშენებაში, მათთვის აღჭურვილობისა და ნედლეულის მიწოდებაში.
საბჭოთა ელჩმა ფრუნზემ ტრაპიზონის ხელისუფლებას 100 ათასი მანეთი გამოუყო ბავშვთა სახლის ორგანიზებისთვის.