საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პუტინის სტალინური მეთოდები? მხოლოდ ფაქტები – თბილისი 24
16 მაისი 2024

პუტინის სტალინური მეთოდები? მხოლოდ ფაქტები

1. 2016 წლის 30 მაისს ინსულტის შედეგად გარდაიცვალა ანდრეი ვორობიოვი, რუსეთის ფედერაციის დროებითი რწმუნებული უკრაინაში,
2. 2017 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა ნდრეი მალანინი, რუსეთის ფედერაციის კონსული საბერძნეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონსულის გარდაცვალება “ბუნებრივი მიზეზების გამო” მოხდა,
3. 2017 წლის 26 იანვარს ალექსანდრე კადაკინი, რუსეთის ელჩი ინდოეთში ნიუ დელიში “ავადმყოფობის შედეგად” გარდაიცვალა,
4. 2017 წლის 20 თებერვალს ნიუ-იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა ვიტალი ჩურკინი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.
5. 2017 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ელჩი სუდანში მირგაიას შირინსკი გულის მწვავე შეტევით გარდაცვლილი იპოვეს თავის რეზიდენციაში სუდანის დედაქალაქ ხარტუმში. 6. 2017 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად
ალექსანდრე გორბანი, მუდმივი წარმომადგენელი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO),
7. 2018 წლის 8 მაისს, სავარაუდოდ გულის მწვავე უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა ოლეგ ბელოუსი, რუსეთის ელჩი პორტუგალიაში,
8. 2018 წლის 10 აგვისტოს მოსკოვში გარდაიცვალა ანდრეი ბუდნიკი, რუსეთის ელჩი ნეპალში;
9. 2019 წლის 2 სექტემბერს კაიროში გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში სერგეი კირპიჩენკო, მიზეზი: გულის მწვავე შეტევა,
10. 2021 წლის 16 იანვარს მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სერგეი კუზნეცოვი,
11. 2021 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა რუსეთის ელჩი ზამბიაში ალექსანდრე ბოლდირევი,