ამერიკული ვირეშმაკობა: ომი დაიწყო იაპონიამ!
1941 წლის 25 ნოემბერს, რუზველტის სამხედრო მდივანმა ჰენრი სიმპსონმა აღწერა რუზველტთან მისი საუბარი.
„საკითხი იმაში მდგომარეობს, როგორ ვაიძულოთ ისინი განახორციელონ პირველი გასროლა. სასურველია, რომ პირველები იაპონელები იყვნენ. მაშინ არავითარი ეჭვი არ დარჩება, თუ ვინ არის აგრესორი“.
პერლ ჰარბორზე თავდასხმამდე ერთი თვით ადრე რუზველტმა ყველაფერი გააკეთა, რათა იაპონელები გაეღიზიანებინა. მან შეაჩერა ამერიკული ნავთობის ყველანაირი მიწოდება იაპონიაში, გაყინა იაპონელების ყველა აქტივი აშშ-ში, ახორციელებდა ჩინეთისთვის ფულად დახმარებას და სამხედრო დახმარებას ინგლისისთვის – ორივე ეს ქვეყანა იაპონიის მტერი იყო. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ომის მართვის საერთაშორისო ნორმებს.
ხოლო 4 დეკემბერს, თავდასხმამდე სამი დღით ადრე, ავსტრალიის დაზვერვამ გააფრთხილა რუზველტი იაპონიის ხომალდების შესახებ, რომლებიც პერლ ჰარბორისკენ მიემართებოდნენ. მან იგნორირება გაუკეთა ამ გაფრთხილებას.
როგორც დაგეგმილი იყო, 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიამ პერლ ჰარბორს შეუტია, სადაც 2.400 ჯარისკაცი დაიღუპა. პერლ ჰარბორამდე ამერიკელთა 83 პროცენტი ომში ჩართვის წინააღმდეგი იყო. პერლ ჰარბორის შემდეგ ერთი მილიონი ამერიკელი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში!
ქეთევან ზარნაძე