ევროპარლამენტი: გაათავისუფლეთ სააკაშვილი და დაასანქცირეთ ივანიშვილი!
ევროპარლამენტი ევროპის საბჭოს და “დემოკრატიულ პარტნიორტებს” მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის თვალში ევროპული ინსტიტუციების დისკრედიტაციას ემსახურება- გამოუშვით სააკაშვილი და დაასანქცირეთ ივანიშვილი, სწორედ ასეთი პირდაპირი ბრძანებაა გაჟღერებული რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზს უსვამს მეცენატ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს.
- „ [რეზოლუცია] კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.