14 ოქტომბერი 2024

გერმანიის პრეზიდენტი: გერმანიისთვის საპირისპირო ქარის ერა იწყება

ჩვენ ყველაზე ღრმა კრიზისს განვიცდით, რომელიც ერთიან გერმანიას ოდესმე განუცდია. გერმანიისთვის საპირისპირო ქარის ერა იწყება.
24 თებერვალი იყო გარდამტეხი მომენტი ისტორიაში. გერმანია სხვა დროში ჩაიძრა, გაურკვევლობაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ეპოქა უკვე გადალახული იყო.
დრო, რომელიც გამოირჩეოდა ომით, ძალადობითა და დევნილობით. საზრუნავით, რომ ომი ევროპაში ხანძარში გადაიზრდებოდა, დრო სერიოზული ეკონომიკური რყევების, ენერგეტიკული კრიზისისა და მზარდი ფასების, “- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანიას “მძიმე დღეები” ელის.

  • 24 თებერვლამდე გერმანიისთვის ზურგის ქარის ხანა იყო. ეს იყო წლები გერმანიის ერთიანობის ბედნიერი მომენტით, საბჭოთა ჯარების მშვიდობიანი გაყვანით, ბლოკის დაპირისპირების დასასრულით და ევროპის გაერთიანებით. ეს იყო მშვიდობის დივიდენდების წლები, საიდანაც დიდი სარგებელი მივიღეთ ჩვენ, ერთიანი ევროპის გულში მცხოვრებმა გერმანელებმა“, – განაცხადა გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა.