16 სექტემბერი 2024

პოლონეთი გერმანიისგან რეპარაციების შესახებ სრულ მოთხოვნათა სიას აქვეყნებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნათა სრული სია გამოაქვეყნა.
დოკუმენტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, პოლონეთი გერმანიისგან ითხოვს:

– ანაზღაურებას მატერიალური და არამატერიალური ზარალის სახით 6,2 ტრილიონი პოლონური ზლოთის ანუ 1,3 ტრილიონი დოლარის ოდენობით;
– კომპენსაციის გადახდას „გერმანული აგრესიის და ოკუპაციის“ მსხვერპლთა და მათ ოჯახებს;
– პოლონეთში „მოპარული“ კულტურული ქონების დაბრუნებას, რომელიც ამჟამად გერმანიის ტერიტორიაზეა;
– 1939 – 1945 წლებში” პოლონეთის სახელმწიფო ბანკების მოპარული აქტივების და ვალდებულებების დაბრუნებას;
– დავალიანების გადახდას, რომელიც გამოწვეულია „იმპერიული საკრედიტო კავშირების მტაცებლური საქმიანობით, რომლებიც აფინანსებენ მესამე რაიხის დანაშაულებრივ სამხედრო ოპერაციებს,
– პოლონური უმცირესობის მოკლული აქტივისტების სრულ რეაბილიტაციას და გერმანიაში პოლონური დიასპორის ზარალის კომპენსაციას;
-გერმანიაში მყოფი პოლონელებისა და პოლონური წარმოშობის ადამიანების ამჟამინდელი სტატუსის დარეგულირებას, ეროვნული უმცირესობის სტატუსის აღდგენას, მათ შორის პოლონური ენის სწავლების საკითხში;
– პოლონეთთან მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელი მსხვერპლთა ხსოვნის შესანარჩუნებლად ღონისძიებების გატარებას;
-ქმედითი ზომების მირებას, რათა საზოგადოებას წარუდგინონ „ომისა და მისი შედეგების ნამდვილი სურათი“, განსაკუთრებით პოლონეთსა და პოლონელებზე მიყენებული ზიანისა და ზიანის საკითხებში.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს პოლონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მან მოუწოდა გერმანიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას „უპირობოდ აიღოს პოლიტიკური, ისტორიული, სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა“ ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონელ ხალხს მიყენებული ზიანისთვის.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვარშავას კომპენსაცია არასოდეს მიუღია.

მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ ომის წლებში გერმანიის მიერ მიყენებული ტრავმა „ანელებს პოლონეთ-გერმანული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობას“.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბურბოკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ იცის „საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა“, მაგრამ რეპარაციების საკითხს დახურულად მიიჩნევს.