7 დეკემბერი 2024

პოლონეთის პრემიერი: ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, მაგრამ დე-ფაქტო ოლიგარქიასთან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ სახელით არის დემოკრატიული, სადაც გერმანია და საფრანგეთი ფლობენ რეალურ ძალას.

გერმანული გაზეთ Die Welt-ისთვის მიცემულ სტატიაში მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ევროპა თავის ახლანდელ მდგომარეობაშია არა იმიტომ, რომ არასაკმარისად ინტეგრირებულია, არამედ იმიტომ, რომ უარი თქვა სიმართლის მოსმენაზე.

– „ქაღალდზე ყველა წევრი სახელმწიფო თანასწორია, მაგრამ პოლიტიკური რეალობა აჩვენებს, რომ გერმანული და ფრანგული ხმების წონა დომინანტურია.

ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, მაგრამ დე-ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება ყველაზე ძლიერების ხელშია.

ევროკავშირის მოქმედების მიმართულებისა და პრიორიტეტების შესახებ უნდა გადაწყვიტონ წევრმა ქვეყნებმა და არა ევროკავშირის ინსტიტუტებმა, – დასძინა მან.

წყარო:https://www.dw.com/en/poland-says-berlin-and-paris-running-eu-as-an-oligarchy/a-62828931