საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ნატო ჩხეიძის ახალი გამოცხადება: პუტინი გამოვძერწე, დამეკარგა, იქნებ მომიძებნოო (ვიდეო) – თბილისი 24
20 ივნისი 2024

ნატო ჩხეიძის ახალი გამოცხადება: პუტინი გამოვძერწე, დამეკარგა, იქნებ მომიძებნოო (ვიდეო)

პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ახალი გამოცხადების შესახებ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

– ” თითქოს თვალისმომჭრელი ნათება იყო, ამჯერად გახალისებული მეჩვენა, ხელიდან ხელში აშკარად  რაღაცით ჟონგლიორობდა, ხმა დანამდვილებით მისი იყო, ვიცანი.
მადლობა მომიხადა, რომ ჩემი პირველი გამოცხადება ერს ვუამბე.
ახალი ტიბეტური სიბრძნის მოყოლა დავაპირე, რომ შემაჩერა: ნატო, ბევრი დრო არ მაქვს, შენი აბდა- უბდა არ მაინტერესებს, პუტინი გამოვძერწე, დამეკარგა, ექიმები კი ძებნაში არ მეხმარებიან და იქნება მომიძებნოო… ვუთხარი, პუტინი კრემლშია, აქ რა უნდა მეთქი?, არა აქ არისო… ძებნა დავაპირე, მაგრამ, გამომეღვიძა. რომ ვერაფრით დავეხმარე, მეტად  დავღონდი”, – წერს პარლამენტის წევრი.