კიევი თბილისს 2008 წელს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემას სთხოვს
უკრაინა საქართველოსგან „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემას თხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვის აცხადებს სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.
- „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიმართ, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით… კერძოდ, კიევმა ითხოვა ბუკის კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ 2008 წლის ომში გადასცა საქართველოს. “, – წერს დიპლომატი უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ საქართველოდან აშშ-ს მიერ გადაცემული ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin-იც გამოითხოვა. კასიანოვის თქმით, შეერთებული შტატები მზად იყო შეეცვალა ისინი ახალი სისტემებით. თუმცა საქართველომ კატეგორიული უარი თქვა უკრაინას სამხედრო დახმარებაზე.
წყარო: https://www.eurointegration.com.ua/rus/news/2023/01/9/7153774/