წმინდა მიხაილი, უკრაინელი ერის მფარველ წმინდანად შეირაცხება

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მიხეილ სააკაშვილის ცოცხალ წმინდანად შერაცხვას გეგმავს.
ამ წინადადებით ეკლესიის მეთაურს ოლექსი არსეტოვიჩმა მიმართა.
- – ” მსგავსი რამ მართლმადიდებლური ეკლესიის პარაქტიკაში არ ყოფილა, მაგრამ, სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენ ოკუპანტი რუსეთის ეკლესიისგან. ჩვენ, უახლოეს მომავალში წმინდა სინოდზე განვიხილავთ მიხეილ სააკაშვილის და ვოლოდომირ ზელენსკის უკრაინის ეკლესიის წმინდანებად და ერის მფარველებად შერაცხვის წინადადებას და ღრმა რწმენას გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ბრძენი სინოდი მხარს დაუჭერს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, ” – განაცხადა უკრაინის ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა მაკარიმ.
უკრაინის ეკლესიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ ატეხილი მითქმა- მოთქმის გასაქარწყლებლად ,უკრაინის ეკლესია ელის უკრაინის საექსპერტო ფსიქიატრიული ბიუროს გადაწყვეტილებას, რითაც უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი შერაცხადად იქნება მიჩნეული, რადგან სულიერად დაავადებული ადამიანის წმინდადნად შერაცხვა მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 9-11 ოქტომბერს გამართულ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კიევის ავტოკეფალური ეკლესია გამოცხადებული იქნა კანონიკურ ეკლესიად.