11 სექტემბერი 2024

რაშისტების პატრიარქის მილოცვა ტიტულირების გარეშე

ოკუპანტი ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, ადამიანი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე დღედაღამ ლოცულობს, რაშისტულ ჯარს ლოცავს და  უკრაინის ანექსიისთვის გამარჯვებას უსურვებს, პატრიარქი კირილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ილია მეორეს ხორცეულად შობის 90-ე წლისთავს ულოცავს და მას სრული ტიტულის გარეშე მოიხსენიებს.

  • ” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს”- ასე იწყება  რაშისტების პატრიარქის მილოცვა.

რუსეთის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მეთაურს წერილში, ასევე  რუსეთში მიღებულ განათლებას მრავლისმეტყველად შეახსენებს და წერს:

  • -” სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი.”

წყარო:http://www.patriarchia.ru/db/text/5986190.html 

ასე იტყოდა “მთავარი არხი”.