წუხელის ვანო (მერაბიშვილი) გაუძუყნავთ!

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ხერხემალი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი ცემეს.
- ” არანაირი სინანული, არანაირი განცდა დანაშაულისა, პირიქით! ერთადერთს დარდობენ, რომ ორ გვამს უკვეთავენ და აღარ სრულდება ძველებურად… ისევ უნდათ შეუზღუდავი ძალაუფლება და რაც დაგვაკლეს ერთიანად აგვინაზღაურებენ!
- სანამ ისე მოიქცევით, როგორც გივია თარგამაძე მოიქცა დღეს, ქალაქში მშვიდად ვერასდროს ივლით!
- ისევე, როგორც თქვენი ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი, რომელსაც გუშინ საღამოს მოხვდა ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში! მოხვდა, ყველა გამწარებული, შეურაცხყოფილი, ნაწამები ადამიანის სახელით!
- მოხვდა და ეს თქვენი, ოდესღაც “უძლეველი ძალოვანი” უკანასკნელი ვირთხასავით გაიქცა, ჩამოიფერთხა და გაიძურწა! როგორც ვიცი პოლიციაშიც არ განუცხადებია, ალბათ არ უნდა სექტამ ასეთ მდგომარეობაში იხილოს!
- გაჩერდით! დაასრულეთ! თავი დახარეთ და ბოდიში მოიხადეთ! ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას! ნაცვლად იმისა, რომ წარსულში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ინანიებდეთ, ყოველდღიურად აგრძელებთ ბინძურ პროვოკაციებს! გაფრთხილებთ, ვანოზე პანღური მონაგონი იქნება!”- წერს შაქარიშვილი.