ზურაბიშვილი: აქ რომ მოვარდით ვიღაცეების გავრცელებულ ჭორებზე!

საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი საკუთარ, ათასობით ამომრჩეველს, მათ ვისი თავგანწირვითაც ის დღეს პრეზიდენტია, შეურაცხყოფას აყენებს და საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციის ჩასატარებლად შეკრებილ მოქალქეებს „მივარდნილებს“ უწოდებს.
ფრანგმა პენსიონერმა პასუხი არ გასცა შეკრებილების მთავარ კითხვას, აპირებს თუ არა ის მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას. პირიქით, მან შეკრებილები დაადანაშაულა უმოქმედობაში და საზოგადოებას შეახსენა “საკუთარი ღვაწლი” სააკშვილის რეჟიმთან ბრძოლაში.
– „ აქ რომ მოვარდით ვიღაცეების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ, თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვენენ 2007 -ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტარგედიები ?
მე ვიდექი ქუჩაში, ისინი „მესაჯბოქსებს“ ავრცელებდნენ. ისინი ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებული თანამდებობებზე , ან იყვნენ „ქართუ ბანკში“. ისინი ვინც დღეს „ მესაჯბოქსით“ ავრცელებენ, თურმე, იციან რას გავაკეთებ, თურმე, იციან როდის გავაკეთებ და თურმე, იციან რატომ გავაკეთებ!
მე მინდა ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე? ჩინჩალაძე , მე შევიწყალე? თუ, მე განვაწესე ისეთ ადგილებზე საიდანაც ვერავენ ვერ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? და სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ ,სად იყავით?“- განაცხადა ჯერ კიდევ პრეზიდენტადწოდებულმა ზურაბიშვილმა.