რავა ყველა ჩვენ გვაყვედრის თავის მიტოვებულ და განწირულ “ევროპულ კარიერას?
ჟურნალისტი, ბლოგერი ბაკურ სვანაძე საქართველოს პრეზიდენტადწოდებულის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება.
- ” სხვათა შორის, ესეც თქვა – “მე ეგ თანამდებობა და ეგ პოსტი სულ ფ რ ა ნ ც ი ც უ ლ ა დ მეკიდა, უბრალოდ, ე ვ რ ო პ ე ბ შ ი აწყობილი კარიერა დავთმე ჩემი სამშობლოს ასაყვავებლად და იმიტომ ჩამოვედი აქო!”
რავა ყველა ჩვენ გვაყვედრის თავის მიტოვებულ და განწირულ “ევროპულ კარიერას“, თანაც აქ რომ 10 ათასები და მეტი აქვთ ხელფასები ეგეთებიც…
კაცო, თუ “თავს წირავთ” მაშინ 10 ათასიან ხელფასს რატომ იღებთ? მოდით რა, დარჩით ხოლმე მაგ თქვენს
“ევროპებში” და აქ რამენაირად ევროპაში რომ არავის ვჭირდებით და არც მაინცადამაინც 10 ათასიანი ხელფასი გვინდა, ეგეთი გ ო ი მ ე ბ ი მივხედავთ რამენაირად ამ ბედკრულ ქვეყანას კაი?”- წერს სოციალურ ქსელში ბაკურ სვანაძე.