7 დეკემბერი 2024

არაკეთილისნდისიერი, არაკომპეტენტური შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემა“

 სამთავრობო სტრუქტურებს შორის  მიმოწერას,  მოქალქეებთან კორესპონდენციის  გაგზავნა-ჩაბარებარებაზეა პასუხისმგებელი არა რომელიმე სახელმწიფო , საქვეუწყებო დაწესებულება, არამედ    შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემა“,  რეგისტრირებული 1996 წელს, მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზ. 9ა.

კომპანიის სერვისებია: საკურიერო მომსახურებები,  ტვირთის გადაზიდვები,ტვირთის გადაზიდვის მომსახურებები.

კომპანია ყოველწლიურად, ოფიციალურად ასობით ათას ლარს იღებს გაწეული სამსახურისთვის სახელმწიფო უწყებებისგან.

გამოიცანით ვისია  შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება?

დიახ, გაბოროტებული ნაცების, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით ყოფენ და არჩევენ. ოცნებასთან ასოცირებულ, მხარდამჭერ მოქალაქეებზე შურს იძიებენ ბელადის მიმართ განხორციელებულ  „წამების ფაქტებზე“.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად დარწმუნდეს, მიბრძანდეს მათ ოფისში და იხილოს არაკეთილსინდისიერი , არაკომპეტენტური გარემო, მოქალაქეთა ყოველდღიური,  გაუთავებელი პრეტენზიები კომპანიასთან, წერილების დაგვიანების, დაკარგვის, კურიერების მიერ სამსახურის არაკეთილისნისიერი შესრულების ფაქტები.

მიუხედავად ყველაფრის ,  კომპანია  იფურჩქნება,  ყვავის და მიმდინარე წლის 22 ივლისს „მორიგი წარმატებული ბიზნეს პროექტს“ ახორციელებს.  საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა ხელი მოაწერა 4 მილიონიან გრძელვადიან სესხს, რათქმაუნდა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (“DFC”)!

კომპანიის დირექტორია ნინო მენთეშაშვილი.  მესაკუთრეები არიან:  75%-ის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „მზე“, ასევე მოქალაქეები- მარიამ ჯაოშვილი, (10%) ნანა დათაშვილი (5%) და ნინო მენთეშაშვილი.(10%)

იგივე მისამართზე რეგისტრირებულ  შპს ” მზე “-ს ( საიდენტიფიკაციო ნომერი 204971744), მესაკუთრეა ვინმე ივანე გაგუა.  შპს „მზე-ს“ გარდა მოქალაქე ივანე გაგუა   ფლობს ასევე კომპანიებს: შპს „ჯიმ ლაბ“ პარტნიორი,405184900, შპს  „ვ.გ. „ 404559027,  შპს „ნეოტექი 206201698, შპს „მაკრო-პრიმი“200223953, კარდანახის ღვინის ქარხანა № 1, 427717679, შპს „ვერმი ცილა 406189182, შპს“ ისტ ტრეიდი“205264863, შპს „ჯორჯია ფიტნეს ცენტრი“,40510241.

  გულუხვმა  ივანე გაგუამ  26.07.2012  წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ნებაყოფლობით“  შეწირა 15.000 ლარი  და  ადეიშვილის პროკურატურის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ  ამ გზით გადაარჩინა ნაციონალური ფაშიზმისგან,   „გაწეწვისგან“  საკუთარი ბიზნესი  და საკუთარი თავი.

სხვა რა გზა ჰქონდა, აბა, ვინ არ წირავდა მაშინ? თავს ხომ არ დააჭერინებდა სააკაშვილს და სხვა , „ძუნწი ბიზნესმენებივით“ ხომ არ ხეხავდა მე-8 საპყრობილის კარანტინის საკანს?