ნაც.მოძრაობა, გააჩუმეთ ეს ქალი!
ნაც.მოძრაობა, გააჩუმეთ ეს ქალი, რადგან, რაც უფრო მეტ სისულელეს ილაპარაკებს „ ღვაწლმოსილი პროფესორი“ ,რაც უფრო მეტ უაზრობებს დაბრეხვებს, მით უფრო მეტად გაუქრება ისედაც მინიმალური სიბრალულის გრძნობა მისი შვილისადმი საზოგადოებას. პროფესორმა ამჯერად სიმპათიურ გამომძიებელს დაადგა თვალი და შესაძლოა ერმა ახალი დრამა ვიხილოთ.
- „ რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს – რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი.
- სურდო კი არ არის. მძიმე დიაგნოზებია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა. სასამართლო პროცესები ზედიზედ უნდა ჩაინიშნოს. მე რომ მკითხოთ, დღეში ორჯერ უნდა ჩაინიშნოს.
- ის ტოქსიკოლოგი კალიფორნიიდან არის და ჩვენ ქვეყნებს შორის დროის 12 საათიანი განსხვავებაა. ის ადამიანი ვერ გაათენებს. 20 წლის ბიჭიც არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა ტელევიზორთან, თან პერსპექტივაშიც არ ჩანდა მას რომ ვინმე ჩართავდა და ადამიანმა დაიძინა“, – აცხადებს მთავარსარდლის მშობელი დედა.