17 მარტი 2025

დემოკრატია ევროპულად- როგორ და რისთვის ყრიან ჟურნალისტებს სამსახურიდან

ტელეარხ ПИК-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალური დირექტორმა, ამჟამად რუსეთის ოპოზიციური არხის „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, სააკაშვილის ახლო მეგობარმა ეკატერინა კოტრიკაძემ ჟურნალისტი სამსახურიდან საკუთარი მოსაზრების გამო გაათავისუფლა.

ტელეკომპანია “Дождь”-მა  გამოაცხადა, რომ  წყვეტს  თანამშრომლობას ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევთან. პირდაპირი ტრანსლაციის წინა დღეს, მაყურებელს მოუწოდებდა  მობილიზაციის დროს დარღვევების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, ასევე მან თქვა, რომ არხი შეეცდებოდა  რუს სამხედროებს ფრონტზე აღჭურვილობით დახმარებას.

  • “ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შევწყვიტოთ თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ “დოჟდის” ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთ ჭეშმარიტად და შესაძლებლად მიაჩნია”, – განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინა კოტრიკაძემ ტელეარხზე.

გახმაურებული სკანდალის შემდეგ, მისმა ორმა ცნობილმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ რომენსკიმ  და მარგარიტა ლიუტოვამ, არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად გამოაცხადეს დოჟდთან თანამშრომლობის შეწყვეტა.

რომენსკიმ განმარტა, რომ ის იყო კოროსტელევის მთავარი პროდიუსერი საინფორმაციო გადაცემის საღამოს გამოშვების დროს და იზიარებს პასუხისმგებლობას ეთერში გაჟღერებულზე.

  • “მე თვითონ ვარ პასუხისმგებელი ამ საკითხზე. “ყურზე ვიჯექი”, როგორც მთავარი რედაქტორი. მოვალეობა მავალებს, რომ სამკერდე ნიშანი და რევოლვერი მაგიდაზე დავდო. რასაც ვაკეთებ. დავეთანხმე საბჭოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.

ლიუტოვას ასევე სჯერა, რომ ადამიანებს აქვთ „შეცდომის დაშვების უფლება და საჯაროდ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახსნის უფლება   “.  მისი აზრით, არხის რეაქცია სკანდალზე ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის, ღიაობისა და პატიოსნების პრინციპებს.

რა თქვა კოროსტელევმა?

ხუთშაბათს საღამოს, პირდაპირი საინფორმაციო გადაცემის “აქ და ახლა” დროს, კოროსტელევმა ეთერში წაიკითხა რედაქტორების მოთხოვნა არხის ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნის შესახებ მობილიზაციის დროს დარღვევების შესახებ, დაამატა (როგორც ჩანს გამოთქვა  საკუთარი მოსაზრება ):

  • “ვიმედოვნებთ, რომ ბევრი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ჩვენ შევძელით დავეხმაროთ, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ფრონტზე ძირითადი კეთილმოწყობით“.

პარასკევს ღამით გაჩენილი სკანდალის შემდეგ ეს ფრაზა ეთერიდან ამოიღეს და ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ კოროსტელევის შენიშვნა “შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში” და “ქმნის განცდას, რომ დოჟდი დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს”.

„მე არ ვეწინააღმდეგები სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ ეს გადაარჩენს ტელეარხს და საშუალებას მისცემს ჩემს კოლეგებს გააგრძელონ მუშაობა“, – ხაზგასმით აღნიშნა კოროსტელევმა რიგაში ტელეარხის მუშაობაზე.

კოტრიკაძემ 2018 წლის თებერვალში  ЛДПР -ის  სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

კოტრიკაძე  2022 წლის 2 მარტიდან  მეუღლესთან ტიხონ ძიადკოსთან ერთად რუსეთიდან თბილისში გაემგზავრა „ მის მიმართ მუქარის გამო“.

წყარო იხილეთ აქ