11 სექტემბერი 2024

კახეთს შაჰ-აბასი შემოესია!

შაჰ-აბასის საქმეს  მისი შთამომავლები აგრძელებენ. სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ისტორიული გალავნის თაღი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ირანის მოქალაქე მართავდა.

  • „სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი” – განაცხადეს სიღნაღის მერიაში.