14 ოქტომბერი 2024

ჩანგ პენგ ჟაო: საქართველო სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანაა

მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – „ბაინენსის“ დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩანგპენგ ჟაომ აღნიშნა, რომ საქართველო სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანაა.

  • „ვფიქრობ, საქართველო მოწინავე ადგილზეა კრიპტოვალუტის ბაზარზე. საქართველოს არ ეშინია ახალი ტექნოლოგიების გამოყენების. ამის გათვალისწინებით, გავზრდით ადგილობრივ გუნდს და მეტ საგანმანათლებლო ძალისხმევას ჩავდებთ რეგიონში“, – განაცხადა ჩანგ პენგ ჟაომ.

კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს შეხვდა.