თქვენი უდღეური ბელადის ზეობის დროს, დაახლოებით 800 ადამიანი გარდაიცვალა ციხეში!
ავადმყოფი ადამიანი მკვლელი და სადისტი ვერ იქნება?
ნაც-სექტანტებს ჰგონიათ, რახან მათი ჯინჯილაკებიანი ბელადი ავად არის, (ან არის, ან არა, მაგრამ დავუშვათ) ყველა დანაშაული უნდა ეპატიოს და გამოვუშვათ!
არა პაიცემულნო!
ავადმყოფობა არ არის ინდულიგენცია და არც არასოდეს ყოფილა.
თქვენი უდღეური ბელადის ზეობის დროს, დაახლოებით 800 ადამიანი გარდაიცვალა ციხეში ავადმყოფობით – უექიმობით და უწამლობით. (რამდენიმე ასეთ ფაქტს პირადად შევესწარი). რატომღაც არ მახსენდება რომელიმე თქვენგანის ჰუმანიზმით აღსავსე გამოსვლები და აცრემლებული თვალები!
ვივამედის პაციენტი დანაშაულს არ აღიარებს და არც ინანიებს!
ხვდებით, ეს რას მიშნავს?
კი ხვდებით, მაგრამ გაგიმეორებთ.
ამით, ის ხალხს ეუბნება:
“მე დამნაშავედ არ მივიჩნევ თავს. რადგან ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ჰქონდა გამართლება. ჰქონდა თავისი მიზეზი, მოტივი, აზრი და მიზანი (ჩემ გაგებაში). ამიტომ, აბსოლუტურად მართალი ვარ! ამ ყველაფერს ვაკეთებდი და ვმოქმედებდი შეგნებულად გააზრებულად და გამიზნულად. შესაბამისად, არაფერი მაქვს არც საღიარებელი და არც მოსანანიელებელი. და როცა ხელისუფლებაში დავბრუნდები, იგივეს გავიმეორებ! (უბრალოდ, მეთოდებს დავხვეწავ).”
აი, ეს არის იმ “ავადმყოფის” ღია, პირდაპირი და გასაგები გზავნილი ჩვენთვის. ის ისეთივე პირდისხლიანი და სადისტია, როგორიც იყო. მას კრიმინალურ-დიქტატორული მსოფლმხედველობა აქვს და აქ არაფერ შუაშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
უბრალოდ, ასეთი სტრატეგია აირჩია – იქნებ, მრავალი ავადმყოფობების გამოგონებით შევაცოდო ვინმეს თავი (რადგან მონანიება არ შემიძლია) და ჩემი განთავისუფლება მისაღები გახდეს ხალხისთვის და ხელისუფლებისთვისო.
სულ ეს არის.
ვინ წამოეგება მის მიერ გადმოგდებულ ამ ანკესზე და ვინ არა – დავინახავთ.
ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ ტალახაძე