11 ნოემბერი 2024

უკრაინელი დევნილების სიმრავლე გერმანიას “კრიტიკულ წერტილთან აახლოებს”

უკრაინიდან ლტოლვილების მზარდი რაოდენობა  გერმანიის საზოგადოებას “კრიტიკულ წერტილთან აახლოებს”, წერს ამის შესახებ ფრედერიკ პაული, პოლიტიკოსი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწიდან.

უკრაინელების სიმრავლის გამო გერმანიის მუნიციპალიტეტებს „უზარმაზარი პრობლემები“ ექმნებათ, ასევე სხვა ქვეყნებიდან ხალხის შემოდინება, ამას ემატება ინფლაცია და ენერგეტიკული კრიზისი.

„გუნება-განწყობა გაღიზიანებული და მღელვარეა“, მკაცრმა ზამთარმა უკრაინაში შესაძლოა   „ათობით თუ არა ასობით ათასი“ ლტოლვილის ჩამოსვლა გამოიწვიოს. ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე უფრო მეტი მიგრანტი ცხოვრობს, ვიდრე 2015 წლის კრიზისის დროს.

მოსახლეობის სოლიდარობა „გამოიცდება“, როდესაც განიხილება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ადგილობრივი სპორტული დარბაზის დახურვა ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების დასახვედრად, მაშინ როცა ყველა ეს პუნქტი შეიძლება გახდეს თავშესაფარი  „ბევრად იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს ჰგონია“.

პოლიტიკოსის თქმით, პირველი ნიშნები იმისა, რომ გერმანული საზოგადოება „კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ჩნდება, როდესაც ლტოლვილების „კლასიფიცირება“ იწყება პრინციპით: დიახ უკრაინელებს, და არა ერაყელებსა და ერითრეელებს“.

“საუბარია ადგილზე არსებული სიტუაციის რეალისტურ ანალიზზე. მე ვხედავ, რომ ჩვენ გადავდივართ საზოგადოების კრიტიკულ წერტილამდე, აღქმის და სოლიდარობის ზღვარზე”, – აჯამებს პოლიტიკოსი.

გერმანიას უკრაინიდან ლტოლვილებისთვის ადგილების დეფიციტი შეექმნა, რის შედეგადაც რამდენიმე მუნიციპალიტეტმა და მიწამ  მიგრანტების მიღებაზე მორატორიუმი შემოიღო.

კერძოდ, საქსონიას აღარ აქვს საკმარისი სახსრები სოციალური შეღავათების გადასახდელად. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, ბილეფელდში, მიგრანტების მიღების დასაშვები ზღვარი ასევე გადალახულია, ამიტომ ვიზიტორები გადამისამართდებიან ბოხუმის ჰოსტელებში. თავის მხრივ, ბავარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ვერ შეძლებენ ლტოლვილების რეგისტრაციას და ახლა მათ სხვა ფედერალურ შტატებში აგზავნიან.

წყარო იხილეთ აქ