18 თებერვალი 2025

ალიანსის 30-დან 20 სახელმწიფოს, ფაქტობრივად განულებული აქვს იარაღის მარაგი

„უკრაინაში ერთი დღე ჰგავს ავღანეთში ერთ თვეს ან მეტს,ნატოს ქვეყნების ორმა მესამედმა ფაქტობრივად ამოწურა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უნარი, წერს ამერიკული New York Times. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ალიანსის 30 –დან 20 სახელმწიფოს ფაქტობრივად განულებული აქვს იარაღის მარაგი.

სამხედრო ოპერაციის  დაწყებიდან ნატომ უკრაინას 40 მილიარდი დოლარის იარაღი უკვე გადასცა, წერს NYT, რომელიც  საფრანგეთის თავდაცვის წლიურ ბიუჯეტს შეესაბამება. მხოლოდ პარიზმა გადასცა თავისი არტილერიის 20% კიევს.

მცირე ქვეყნებმა, ისეთმა, როგორც დანიამ, მთლიანად ამოწურა იარაღის მიწოდების შესაძლებლობები. ამერიკული გაზეთის ცნობით, ალიანსის 30 ქვეყნიდან 20-ს საწყობებში პრაქტიკულად არაფერი რჩება.

იმავდროულად, ნატოს ძირითადი ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ იარაღის მარაგი, მარაგის გაზრდას ჯერ არ გეგმავენ. ბერლინში განიხილეს  ფაქტი, რომ ქვეყანამ ამოწურა უკრაინას იარაღის მიწოდების შესაძლებლობა. არც იტალია  გერმავს იარაღის ახალ მიწოდებას. ვაშინგტონს არ სურს გაიყვანოს ძირითადი იარაღი ისეთი მგრძნობიარე რეგიონებიდან, როგორებიცაა ტაივანი და სამხრეთ კორეა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ კვირაში ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ იარაღის წარმოება.

რატომ ამოიწურა იარაღი?

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ  მსგავის მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც მეორე მსოფლიო ომის მსგავს საომარი მოქმედებების ინტენსივობას მოაგონებდათ.

ნატოს ოფიციალური პირების თქმით, გამოყენებული არტილერიის რაოდენობა გასაოცარია.

ავღანეთში, ნატოს ძალებს დღეში 300 საარტილერიო სროლისას საჰაერო თავდაცვაზე არ დარდობდნენ, მაგრამ უკრაინას, რომელიც  დღეში ათასობით  გასროლას აწარმოებს  უიმედოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვა რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ.

  „უკრაინაში ერთი დღე ჰგავს ავღანეთში ერთ თვეს ან მეტს, – თქვა კამილ გრანმა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თავდაცვის ექსპერტმა, რომელიც ბოლო დრომდე იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში.

კიდევ ერთი პრობლემა რჩება ის, რომ უკრაინელი ჯარისკაცების უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის ნატოს სამხედრო ტექნიკის გამოყენება. საბჭოთა იარაღის მარაგები, რომელიც ცოტა ხნის წინ ძალიან ბევრი იყო, ახლა  ამოწურვას იწყებს. საუბარია არა მხოლოდ საზენიტო რაკეტებსა და ტანკებზე, არამედ, პირველ რიგში, საბჭოთა კალიბრის ჭურვებზე.

დაბოლოს, უკრაინაში გაგზავნილი უზარმაზარი ჭრელი ტექნიკაც იწვევს პრობლემებს, რადგან თითოეულ მათგანს სჭირდება საკუთარი საბრძოლო მასალა და უნიკალური ნაწილები, რაც ართულებს აღჭურვილობის შეკეთებას და ექსპლუატაციას.

ხალი საზენიტო სისტემების წარმოებას შეიძლება ორ წლამდე დასჭირდეს. პენტაგონის ყველაზე დიდი საზრუნავი არის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტია, რომლის დამზადებას შესაძლოა ოთხიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს. აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ შეიძინონ საბრძოლო მასალა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, რათა შეავსონ უკრაინული მარაგი.

რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას უახლოეს მომავალში?

უკრაინას დასავლური სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. ამერიკელი სამხედრო ექსპერტის მარკ კანსიანის მიერ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ვაშინგტონმა უკვე გაგზავნა უკრაინაში 11 მილიარდი დოლარის ყველა იარაღი.

მაგრამ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ, ისინი მოითხოვენ უკრაინის ნებისმიერი ახალი ბიუჯეტის დამტკიცების გაყინვას – აუდიტამდე, თუ სად წავიდა წინა ტრანშები.

სამაგიეროდ,  უკრაინისთვის რეზერვირებული თანხებს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, სადაც მიგრაციული კრიზისი ახლაც მძვინვარებს.

თუმცა, ახალ წლამდე ძველი შემადგენლობა კონგრესში იჯდება. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებენ თუ არა დემოკრატები უკრაინის 37 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებას, სანამ წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობა შეიცვლება.

წყარო