შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ШОС) ირანი და თურქეთი წევრიანდება
ირანის მეჯლისის (პარლამენტის) უმრავლესობამ გადაწყვიტა დაამტკიცოს კანონპროექტი ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ШОС) შესვლის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Mehr იტყობინება.
პროექტს მხარი 205-მა პარლამენტარმა დაუჭირა. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბოლფაზლ ამუიმ დააზუსტა, რომ რესპუბლიკის ШОС-ში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა ორგანიზაციის მიერ მიღებული ყველა დოკუმენტის წაკითხვა და დამტკიცებაა.
„თუკი უახლოეს მომავალში SCO დაამტკიცებს რაიმე ახალ დოკუმენტს, მეჯლისმაც უნდა განიხილოს და დაამტკიცოს იგი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გახდეს ШОС-ს წევრი. ორგანიზაციის ბოლო სამიტზე ქვეყანა უზბეკეთის მიწვევით სპეციალური სტუმარი იყო.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ШОС-ს მუდმივი წევრები არიან რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და პაკისტანი. პარალელურად პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ნეპალი, კამბოჯა და შრი-ლანკა.