რუხაძე: გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი
მოძრაობა “სირცხვილია”-ს წევრ ნოდარ რუხაძის თქმით, საპატრიარქო გადასაბუგია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაძის მიერ, თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასა და სოფელ ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის გაუპატიურებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:
“გუშინ ცხრამუხას დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონი დააყაჩაღეს, სცემეს და გააუპატიურეს.
ვის ადანაშაულებს საპატრიარქო? – კრიტიკულ მედიას: მთავარ არხს, ფორმულასა და ტვ პირველს.
5 ივლისის თანაავტორებისგან, პედოფილების მფარველებისგან, ხელისუფლებასთან შეზრდილი კრიმიმალური ბანდისგან და კირილეს მეხოტბეებისგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს განცხადება დანაშაულებრივია, რადგან ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ. გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი.“- წერს რუხაძე