საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" როგორ აპირებდა რუსების განდევნას ერეკლე მეორეს ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი – თბილისი 24
20 მაისი 2024

როგორ აპირებდა რუსების განდევნას ერეკლე მეორეს ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი

1812 წლის ზაფხულში რუსეთში ნაპოლეონის არმია შეიჭრა. ამ დროისათვის რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული ომი ირანთან. სპარსეთი გაამხნევა ნაპოლეონის რუსეთში შეჭრამ და შეეცადა საქარველოში ძველი ბატონობის აღედგინას!..
საქართველოზე სალაშქროდ ირანს ამჯერადაც ევროპის წამყვანი ქვეყნები აქეზებდნენ!..
ირანის შაჰმა შემოჭრის მიზნით საქართველოში აფრინა ერეკლე მეორეს ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით იყო აღზდილი!..

ამ უკანასკნელმა შემოიკრიბა სულგაყიდული ფეოდალები და რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში!..
მის დასახმარებლად დაღესტნიდან 1200 ლეკი ჩამოვიდა, სპარსეთის მმართველმა აბას-მირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადევნელად თბილისზე ლაშქრობა გადაწყვიტა, თუმცა რუსებმა დაასწრეს და მოულოდნელი იერიშით აბას-მირზას ჯარები სასტიკად დაამარცხეს!..

ამასობაში რუსებმა ნაპოლეონს სძლიეს, ფრანგთა დაჩინჩულ ჯარებს ფეხდაფეხ სდიეს და გამარჯვებულებმა პარიზში მთელი ევროპა ჩექმაზე იმთხვიეს!..
ალექსანდრე ბატონიშვილს გარედან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა და ჯერ დაღესტანში გაიქცა, მერე კი ირანში დაბრუნდა!..

1820 წლის მაისში ალექსანდრე ბატონიშვილმა იქორწინა ერევნის მელიქის სააკ აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე. ჯვრისწერა გაიმართა ეჩმიაძინის ტაძარში. სპარსეთის შაჰის მემკვიდრემ და აზერბაიჯანის ჯანიშინმა აბას-მირზამ ალექსანდრეს სილმატის მაზრაში რამდნეიმე სოფელი აჩუქა, საიდანაც მან საცხოვრებლად სომხებით და ასურელებით დასახლებული სოფელი ხოსროვი აირჩია!..

ალექსანდრე მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 წლების ომში, ხოლო რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ, ოჯახთან ერთად თურქეთში გაიქცა, ხოლო ცოლ-შვილი ერევანში, სიმამრის ოჯახში გაგზავნა.

1832 წელს შეთქმულების მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოწვევა საქართველოს მეფედ. სიცოცლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.

ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში!..

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი

წყარო