ჭინკები საპატრიარქოს უტევენ!

ჭინკები აბობოქრდნენ! ნულპროცენტიანი პარტიები, ეკლესიის მტრები საპატრიარქოს სიძულვილმა ერთად შეკრა და გააერთიანა, ნაცისტური პროპაგანდის საშუალებებს ( “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “ტვ.პირველი”) ფარად ეფარებიან , ერთხმად უტევენ , ლანძღავენ და აგინებენ საპატრიარქოს. აუგად მოიხსენიებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ჯაღმაიძეს, რომლის განცხადება კიდევ ერთ მხილებად, ლაკმუსის ქაღალდად იქცა საზოგადოებისთვის და ათასგავრ სიბილწეს უწოდებენ მას და ზოგადად, ქართული სამოქციზულო ეკლესიის მსახურთ .
- პოლიტიკური მოძრაობა „დროა“,ჰელენ ხოშტარია: “ჯაღმაიძე, როგორც საპატრიარქოს კლერკი ყოველთვის იყო ძალადობის და საპატრიარქოს მაფიოზური ინტერესის გამტარი”.
არ არის ამ ხალხთან კავშირში ღმერთი, რწმენა, ემპათია, წუხილი, პასუხისმგებლობა, რაიმე ეროვნული - პარტია “გირჩი”: “ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, ‘გამპრავებელ’ და დამორგანიზებელ ინსტიტუტად, ამბიონიდან დღემდე ქადაგებს უთანასწორობას, უსამართლობას და სიბნელეს, ამბიონიდან ,,კაჩაობთ”, სუროგაციით დაბადებული ბავშვები დაწყევლეთ, ხალხის უმეცრებაზე მოიწყეთ ცხოვრება და გაგიტკბათ, ფარისევლობა და ტყუილი იქცა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობად, ღმერთის არ გწამთ“,
- მოძრაობა “სირცხვილია, რუხაძე: “გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი“,
- „სტრატეგია აღმაშენებლი“ ,პაატა მანჯგალაძე: “ამას ახალისებს დაუსჯელობა და ხელის დაფარება და ამის მაგალითებს ქმნიან სწორედ საპატრიარქოში ჩაბუდებული ერთეულები, პატივცემულის ჩათვლით და კიდევ ჰყავს ამას მიმდევარი.
საპატრიარქოში ჩაბუდებული ცალკეული ადამიანები არასწორად ასწავლის და ქადაგებს ქრისტიანობას - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.
მრავალგზის და მრავლით კერძო აღდგეს და მოიწინეს განსაცდელნი და ღელვანი ზედა ეკლესიასა, არა ხოლო თუ ერთსა ეკლესიასა, არამედ ყოველთა სულთა, რომელნი სიწმიდით სახელ-დებულ არიან, მოივლინნეს მათ ზედა ჭირნი და შეძრწუნებანი, არამედ ძლევაჲ პოვა ეკლესიამან და წმიდათა მისთა უფროჲს ყოველთა მტერთა მისთაჲსა. დაღაცათუ შეიძრნეს განსაცდელნი დაცემად ლოდსა ზედა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერევიან“