ჰეი, მიშა, ლაპუ: არ გათეთრდების ყორანი!
როგორც ჩანს კოლექტიურ ნაც-ანალურ მოძრაობაში სახელმწიფო გადატრიალების გენ.გეგმის შესახებ განხეთქილებაა. ერთს სჯერა “თითას” გაბახების ისტორიის, ზოგი კვლავ “დადგმულს” უწოდებს 2012 წლის ე.წ. „ ციხის კადრებს“ და არ სჯერა სისტემაში მომხდარი ძალადობის, არ წამს არც ერთი გაუპატიურების შემთხვევის შესახებ, ზოგი პირიქით, საკუთარი ნულპროცენტიანი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსგავსი 1061 შემთხვევის არსებობის შესახებ გვამცნობს!
ამასობაში მსჯავრდებული მიხაილ ნიკალაევიჩ სააკოვი შეტევაზე გადავიდა. მიხაილი დაემუქრა “თითას” მამას , მისსავე ექს.გამგებელს დავითაძეს და გაუხსენა უკანონო ბიზნესის, დაპატიმრების და ა.შ. ისტორია. დაემუქრა ე.წ. ჟურნალისტს გიორგი თარგამაძეს და “ურჩია” შეშვებოდა ტოლობის ნიშნის დასმას „ჩვენსა და ქოცებს შორის”.
ხოლო დღეს ე.წ. პოლიტიკოსმა, ჩინურმა მელიამ ( გვარს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა!) მსჯავრდებულ სააკოვისგან, როგორც ჩანს დავალება მიიღო ნებისმიერ ფასად გათეთრდეს ის ე.წ. ციხის კადრებისგან, იმიტომ, რომ თვლის უკვე ჩამორეცხილი აქვს ყველა ლაქა, ყველა უმსგავსოება, რომლიც მას ფაშისტური რეჟიმის დროს აქვს ჩადენილი. მისი აზრით უკვე მოშლილია ყველა განსხვავება, ზღვარი მის და დღევანდელ ხელისუფლებას შორის.
ჩინური მელია „ აბა, თუ გაუპატიურება იყო სად ხედავთ შურისძიების ან მკვლელობის ფაქტებს“ -ო და გენერალური პროკურატურისგან არც მეტი- არც ნაკლები „საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ფსიქოლოგიურ ოპერაციაში რუსული აგენტურული ქსელის “დასჯას” კატეგორიულად მოითხოვს და აქვე ყვება” 26.000 ადამიანის გაუპატიურების შესახებ”.
• ” ერთი ვაჟკაცი ხომ მაინც იქნებოდა, ვინც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა ან შურს იძიებდა და ამის შესახებ გაიგებდა საზოგადოება”- არგუმენტად მოჰყავს ჩინურ მელიას.
ციხეებში გაუპატიურების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს ყვებოდა საზოგადო მოღვაწე, სასიქადულო ქალბატონი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი თამარ ჩარკვიანი, თუმც შემდეგ ყოველივე „ოცნების“ სიძულვილმა გადაათქმევინა.
2012 წელს ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრისას მან განაცხადა, რომ გაზეთის იურიდიულ სამსახურში პენიტენციური სამსახურიდან შესული გაუპატიურებული მსჯავრდებულების გვარები და მასალები სტასბურგს გადასცა .
არ ვფქირობთ, რომ მაშინ ქალბატონმა ჩარკვიანმა უბრალოდ იაფფასიანი ტყუილი იკადრა, როცა მან თქვა, რომ: „ 18-19 წლის ბიჭები სისტემატიურად გაუპატიურებულები არიან „ ხის პალოთი“ და ექსპერტიზა ცნობდა ნაციონალური მოძაროაბს ხელწერას“ .
დღეს კი გაბლატავებული, ეროვნებით და მოქალაქეობით გარუკვევლი საქართველოს ექს. პრეზიდენტი მიხაილ ნიკალაევიჩ სააკოვი 2012 წელს კახეთში მომხდარ ოჯახურ ტრაგედიას – ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებას და „სხვა უამრავ მკვლელობაში თანამონაწილეობას“ ირაკლი ღარიბაშვილს აბრალებს და ხუმრობით წერს, რომ ღარიბაშვილისთვის “რაფალიანცის მკვლელობის შენდობა გამორიცხულია.“
სააკოვი ფიქრობს, რომ ამჯერად ე.წ. ციხის კადრების დროა და ფიფქივით გათეთრდება და გახდება “წმინდა მიხაილო ” .
• 2026 წლის 8 ოქტომბერს მიხაილ ნიკალაევიჩ სააკოვი წერს , რომ: ” გეყოთ სიმართლისგან გაქცევა. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო და “კარანტინის კადრებიც” და ამას წყალი არ გაუვა! ეს იყო სპეცოპერაციაა.
• 2026 წლის 7 ოქტომბერს ის ავრცელებს საკუთარი მმართველობის დროს თაღლითობისთის გასამართლებული მსჯავრდებულის გიორგი ლომიას ცრუ, დაჭრილ ინტერვიუს და აცხადებს, რომ:” მაშინვე ყველამ ყველაფერი იცოდა, ოღონდ თავი მოიდებილეს, რადგან ასე სჭირდებოდათ”. წუხს, რომ “ზოგიერთი ფსევდო-ინტელექტუალი 14 წლის შემდეგაც “დიქტატორს” ეძახის”… შემოიხედეთ აქ და მეც მომისმინეთ, განსაკუთრებით ისინი ვინც მე პინოჩეტის მადარებს, მინდა განგანათლოთ-ო…
• 2026 წლის 6 ოქტომბერს სააკოვი წერდა: „ მოიცა, ხომ არ ბნელა მართლა! აღარ უნდა შეწყდეს ეს პარალელების გავლება მართლა და მართლა. გამაოგნებელია, ქოცები და განქოცებულები, ცოცხებს აღარ ახსენებენ, მაგრამ მაინც აწვებიან “კარანტინის დაშლის” კადრებს და იძახიან რა ხდება ისეთი ახლა, მაშინ რომ არ ხდებოდაო.
სინამდვილეში თვითონ ბედუკაძემ მოყვა ინტერვიუებში თუ რაში იყო საქმე. ჯერ მან დაგა ცოცხების კადრები, რასაც ელიზბარაშვილიც ადასტურებს… ხოდა ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ. … მოვუწოდებ ყველას, უპასუხოს 2012 წელზე ტყუილებს იმიტომ, რომ თუ სიმართლემ არ გაიმარჯვა, ქვეყანას ვერ გადავარჩენთ და კიდევ Giorgi Targamadze – შეწყვიტეთ ტოლობის ნიშნის დასმა ჩვენსა და ქოცებს შორის. ეს ნამდვილად არ გამშვენებთ-ო”

სამწუხაროა, რომ 2012 წლიდან – დღმდე ინერციით მომავალი კოაბიტაციის გამო, ხელისუფლების დიდ ნაწილში სააკოვის გულშემატკივარი კადრებია, სააკოვის ციხის უფროსიც კი ერთ დროს მისი საარჩევნო შტაბის ( მარიკა ვერულაშვილის) უფროსი გახლდათ..
არ და ვერ მოხერხდა გამოძიებულიყო 2004-2012 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 801 მსჯავრდებულის გარდაცვალების რეალური ფაქტი, საიდანაც მინიმუმ მესამედი – 250 მსჯავრდებული ძალადობრივი გარდაცვალების შედეგია და პოლკოვნიკ თეთრაძის გაუპატიურებით მკველელობა ყველაზე მსუბუქ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს .
ამიტომაც, ასე ვიმკით დღევანდელ შედეგებს – გათავხედებულ ე.წ. ოპოზიციას, სახელმწიფო გადატრიალების მოასწყობად ახალი “თითიდან გამოწოვილი” გაუპატიურებების სპექტაკლებს.
” დადგმა გინდოდათ? აგერ დადგმული” ო – ბატონო, ესაა მათი პასუხი, ხოლო როგორ ალაგმავს სახელმწიფო ამ მარაზმს, გამოძიებით თუ დადგინდა, რომ „თითას“ შემთხვევაში :
• არსებობდა,წინასწარი განზრახვა -კონკრეტული ფაქტის გამოგონება ან მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა;
• ორგანიზებული მოქმედება – რამდენიმე პირის შეთანხმებული მონაწილეობა;
• ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება; რომლის მიზანი – პენიტენციური სამსახურის ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება/პარალიზება; და განსაკუთრებით ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი იყო საქართველოს დასუსტება, მაშინ 318-ე მუხლის კვალიფიკაციის საკითხის დაყენებას უკვე სამართლებრივი საფუძველი ექნება.
- ე.წ. ციხის კადრების დადგმას 2012 წლეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს აწერდნენ,
- 2020 წელს ბატონ ვანო ჩხარტიშვილს,
- 2026 წელს – ბატონ თამაზ ელიზბარაშვილი თავად იბრალებდა..
- ქალბატონი ინაშვილი კი საერთოდ აცხადებს, რომ: არავინ არაფერ შუაშია, მხოლოდ მე ვარ-ო… ჩამოყალიბდით!
“ციხის კადრებით მოსულები , როგორც ჩანს გადაჰყვებიან ციხის კადრებს”-ო, ჯერ კიდევ 2022 წელს “წინასწარმეტყველებდა” ქალბატონი ინგა გრიგოლია, თუმც, იმედი უნდა გავუცრუოთ, რადგან ხელისუფლება არც კადრებით მოსულა და ვერც რამე სახის მანიპულაციით წავა..მსგავსი ხრიკებით ვერ გავა საქართველოს მილიონზე მეტი ამომრჩეველის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა, რომელსაც ევროსაბჭო “თვითდანიშნულს” უწოდებს !
რედაქციული შეიშვნა პოლიტიკურად ძუნძგლიანი ძალებისთვის:
- სასამართლოში ჩივილის მუქარას თავი დაანებეთ. კრიტიკა, შეფასებითი მსჯელობა და ჟურნალისტური პოზიცია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.
გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს „თბილისი 24“-ის სარედაქციო პოზიციას, რომლის სამართლებრივი შეფასებაც უნდა მოხდეს გამოქვეყნებული ტექსტის სრული კონტექსტის, გამოყენებული ფორმულირებებისა და ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით და არა ცალკეული სიტყვების თვითნებური ინტერპრეტაციით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სიტყვები და გამოთქმები, როგორიცაა „როგორც ჩანს“, „სავარაუდოდ“, „შესაძლოა“.
მათი გამოყენება შეიძლება მიუთითებდეს, რომ ავტორი გამოთქვამს ვარაუდს ან შეფასებით მოსაზრებას და კონკრეტულ გარემოებას უტყუარ, საბოლოოდ დადგენილ ფაქტად არ წარმოაჩენს. - საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას.
- ამავე დროს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს შეფასებით მოსაზრებასა და ცილისწამებას.
ცილისწამების სამართლებრივი შეფასება ვერ დაეფუძნება მხოლოდ იმას, რომ ვიღაცას გამოქვეყნებული მოსაზრება არ მოეწონა, მისთვის არასასურველი აღმოჩნდა ან პოლიტიკურად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
არ მოგწონთ ჟურნალისტის შეფასება? გაქვთ უფლება, შეგვეკამათოთ.
მიიჩნევთ, რომ ინფორმაცია არასწორია? წარმოადგინეთ საწინააღმდეგო მტკიცებულებები, განმარტეთ თქვენი პოზიცია და ისარგებლეთ კანონით გათვალისწინებული საშუალებებით. - სიტყვის თავისუფლება თქვენი პირადი კომფორტის მიხედვით არ მოქმედებს. ის ყველას ეკუთვნის – მათაც, ვისი მოსაზრებებიც თქვენთვის მისაღებია, და მათაც, ვისი კრიტიკაც არ მოგწონთ.
