დრო ყველაფერს გამოაჩენს – მოღალატეებს პასუხისგება მოუწევთ!
იმდენი მტერ-მოყვარე გარიყა, თუნდაც ერთმა უბრალო, დღევანდელმა დღემ, რომ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე შემიძლია თამამად ვთქვა: ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ყველა ჩემი მტერია!
მხოლოდ ერთი – ჩემი ადამიანის თანადგომის გამო არა, მათთან საქართველოს საღად მოაზროვნე მოქალაქეთა უმრავლესობაა და ძალიან კულტურულად, ეთიკის ფარგლებში თამამად შემიძლია გითხრათ: ვერაფერს ვერ დააკლებთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი გაიღო ქყვეყნისათვის, ისეთი, რომელიც არც გსმენიათ და არც ყველაფრის “გატელევიზორება” შეიძლებოდა.
გადატრიალებების, რევოლუციების დრო წასრულია. არ გაგათამამოთ დროებით, თუნდაც მამუკა მდინარაძის დროებით გვერდზე გაწევამ, აღარაა ის დრო – აბანო სჭირდებოდეს “თეთრი ტრაკის” განსაზღვრას.
მოუძველდათ მეთოდები თუ ათასგვარი ხრიკები კგბ-ს გენერლებს და მათ სექტას საქართველოში, რომელთა რიგებში, სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრების მომხრეებიც შედიან.
ვერც თქვენი წარსული გავლენებით, ვერც მოპარული ფულებით, ვერც ბატონ ბიძინა ივანიშვილის წყალობით ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობიანობის ჟამს კანონიერად ნაშოვნი ფულებით ვერ მიაღწევთ თქვენს ბინძურ მიზანს.
უბადრუკი მცდელობაა- აბსრუდული, გამოგონილი ბრალდებებით ჩირქი მოსცხო შენს ყოფილ თანამებრძოლებს. არც წინა წლებთან დაკავშირებით ქვეყანაში თვითმკვლელობებთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება და ამ მძიმე, კრიმინალურ საქმიანობაში არ ღირდა ქვეყნის ხელისუფლების დადანაშაულება. ცრუ დასმენასთან ერთად, ეს მკრეხელობაცაა…
თუმც, სამართალზე და უფალზე ესაუბრო ხალხს, რომელთა მიზანი ერთადერთია – საკუთარი ქვეყანა გაწირო, ზვარაკად შეწირო დასვლეთის მიზნებს, უაზრობაა.
ხელისუფლების შორი – ახლოს, ირგვლივ თუ შიგნით, ჯერ კიდევ ჩანერგილო, არ გაშიფრულო, ჩაბუდებულო აგენტურავ, დაოკდით და გონს მოდით.
პროცესები ისე მიდის – ვეჭვობ, თქვენთან თამაშის ვადა ელვისებურად დასრულდეს და უეცრად მოგიწოთ ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულებებზე მკაცრად პასუხის გაცემა.
ამიტომ ვამბობ კიდევ ერთხელ, ყოველგვარი შიშისა და ყოყმანის გარეშე: ბიძინა ივანიშვილის მოღალატე – საქართველოს მოღალატეა და ვინც საქართველოს ღალატობს – ის ჩემი მტერია!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია
