თემურ თათარაშვილი – ნამდვილი ქართველი ხელოვანი და სამშობლოს ერთგული ადამიანი
დიდი პასუხისმგებლობაა იყო ერისთვის საყვარელი მომღერალი და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა ამ პოპულარობით არ გახდე პოლიტიკური მარიონეტი, არ გაყიდო შენი ხმა და ღირსება დღევანდელი კონიუნქტურის სამსახურში. თემურ თათარაშვილი სწორედ ამგვარი პიროვნებაა – ხელოვანი, რომელიც საკუთარ აზრს იცავს, მაგრამ არასდროს უღალატია საქართველოს, არ გამხდარა შურისძიებისა და ხელისუფლების დამხობის იარაღი.
თემურ თათარაშვილი სცენაზე 1984 წლიდან დგას. მისი ხმა გაისმა ისეთ ცნობილ ანსამბლებში, როგორიცაა „თეატრონი“, „ვია-75“ და „ივერია“. მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა გასტროლებით : აშშ, რუსეთი, ევროპა, ისრაელი და სხვა მრავალი ქვეყანა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თემურ თათარაშვილს საქართველოსთვის არასდროს უღალატია.
მისი ერთადერთი „დანაშაული“ ის იყო, რომ უარი თქვა გამხდარიყო ფაშისტი მანიაკის – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მართვადი თოჯინა და პროპაგანდისტული იარაღი. ამ პოზიციისთვის კი საკადრისად დაისაჯა. რომ არა საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ვინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ღირსეულ ადამიანს იმ ბნელ დროს.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის შეცდომები. შეუცდომელი მხოლოდ უფალია. თუმცა, დიდი განსხვავებაა დაუშავო საკუთარ თავს და ავნო საზოგადოებას. თემურ თათარაშვილს ერისთვის, საზოგადოებისთვის არასდროს უღალატია. ახალგაზრდობის შეცდომები წარსულს ჩაბარდა. დღეს ის საუკეთესო მეუღლე, მამა და ბაბუაა , ოჯახის სვეტი, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს იცავს და პატივს სცემს.
დიდი ბოროტებაა, როცა ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი ცნობადობითა და სიყვარულით, მაგრამ ამას იყენებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი ქცევა არა მხოლოდ უმადურობაა, არამედ პირდაპირი ღალატია.
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებისთვის ნამდვილი საფრთხეა ის ცნობილი მომღერლები, რომლებიც შურისძიებითა და ხელისუფლების დამხობის სულისკვეთებით ასრულებენ გარკვეული პოლიტიკური ძალების დავალებებს. ისინი მათი მარიონეტები და გავლენის აგენტები არიან.
განსაკუთრებით სამწუხარო და სასაცილოა ის, რომ ასეთი პოზიცია ხშირად საბჭოთა ეპოქისა და საბჭოთა მუსიკალური სკოლის მიერ გამოზრდილ გაბოროტებულ არსებებს ახასიათებთ. ისინი ერთ დროს ლენინზე, პარტიაზე, საბჭოთა „უზრუნველ ცხოვრებაზე“ და მოსკოვის ქუჩებზე მღეროდნენ, დღეს კი საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და ფაშიზმისგან მხსნელ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს – “ქვეყნის ნგრევაში” ადანაშაულებენ, მარაზმი!
ასეთი სუბიექტები სასტიკად ღიზიანდებიან საკუთარი წარსულის გახსენებაზე. მათი სტანდარტული არგუმენტებია: „პატარა იყო, არ ესმოდა“, „ყველა რუსულად მღეროდა“ და ა.შ. მაგრამ სიმართლე სხვაა – წარსული არ უნდა იყოს სირცხვილი.
თემურ თათარაშვილის პოპულარობას რუსულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმაც დიდი წვლილი შეიტანა: «Радовать», «Скрипач», «Очарована-околдована», «Над окошком месяц», «От дорог устанешь ты». ეს სიმღერები მის რეპერტუარში ბრწყინავდა, ბრწყინავს და კვლავ იბრწყინებს. თემურს არასდროს უნანია ამის გამო. პირიქით – ამაყია, რადგან ნამდვილი ხელოვანი ემსახურება ერის კულტურას და არა დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურას.
ყველას, ვისაც სახელმწიფოს მტრობა, რუსულად სიმღერის სირცხვილი და წარსულის უარყოფა სურს, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ასეთი ადამიანები ისტორიაში ყოველთვის რჩებიან ღალატისა და უმადურობის სიმბოლოებად. ხოლო თემურ თათარაშვილის მსგავსი პიროვნებები კი – ერის სიამაყედ და ნამდვილი ღირსების მაგალითად.
გაგიმარჯოს თემურ უფალმა, გაგაძლიეროს, მოგცეს ჯანმრთელობა, შემოქმედებითი ენერგია და ხანრგძლივი სიცოცხლე. შენი სიმღერები კიდევ დიდი ხანი გაისმეს საქართველოს ყველა კუთხეში, როგორც სამშობლოს, სიყვარულისა და ჭეშმარიტი პატიოსნების ჰიმნი.
მსმენელი და თაყვანისმცემელი გიმრავლოს!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
