29 ივნისი 2026

ექსკლუზივი: ვიქორწინეთ მააშ! ანუ, ახალი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ- სალომე ზურაბიშვილი იქნება

ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე კიდევ ერთი დიდებული რომანტიკული ისტორია იწყება. ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც წლების განმავლობაში დაპირებული და ფინანსური კრიზისით დაპაუზებული პარტიის დაფუძნებას გვპირდებოდა, საბოლოოდ გადაწყვიტა: „არა, აღარ ველოდებით!“ და „ჯერ საქართველო“ დაარქვა ახალ პოლიტიკურ საყვარლს.

ყრილობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ისტორიული იყო (როგორც ყველა სხვა ყრილობა ამ ქვეყანაში), თავად ვიქტორ ყიფიანი აირჩია თავმჯდომარედ. დემოკრატია სუფევს, რა! პოლიტსაბჭოს წევრებად კი შეირჩნენ ისეთი გამოცდილი და „ახალი სუნთქვის“ მატარებლები, როგორებიც არიან: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე. გუნდი, რომელიც ერთად შეკრულია… ჯერ არ ვიცით რით, მაგრამ ძალიან მყარად.

მაგრამ ახლა მთავარი ინტრიგა, რომელიც ყველას გულს გაუჩენს: სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი, სცენარისტი, რეჟისორი, მოცეკვავე და მთავარი შემსრულებელი ერთ პიროვნებაშია გაერთიანებული. „Сам танцует, сам поёт, сам билеты продаёт!“ – ეს კლასიკური რუსული ფოლკლორი ახლა ქართულ პოლიტიკაში გადმოვიდა. და ვინ არის ეს უნივერსალური ნიჭი?
საქართველოს ხათრით ნარპეზიდენტალი დედაკაცი – სალომე ზოურაბიშვილი!

წყაროს ცნობით (რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან სანდოა და არასდროს ცრუობს), ამ ორის პოლიტიკური ქორწინება ევროპელმა პოლიტიკურმა ქურუმებმა გადაწყვიტეს. პარიზიდან ჩამოსული დელიკატური დიპლომატია, ჩემოდნები სავსე „დემოკრატიული დახმარებით“ და ყველაფერი იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება ცოტა უფრო… ესთეტიურად გამოიყურებოდეს.

ფული რომ გათეთრებულიყო, საჭირო იყო ლამაზი ყდა. და რა უკეთესი ყდაა, ვიდრე „ჯერ საქართველო“?
არავის გაუკვირდება. პარიჟანკას ქორწინებები ყოველთვის ასეა – ნათლიასთან იწყება, ნორჩ ფეხბურთელებით გრძელდება და… კრახით მთავრდება. ეს უკვე ტრადიციაა. თითქოს სალომეს პოლიტიკური რომანები იგივე შაბლონს მიჰყვება, რასაც მისი პირადი ცხოვრება. მხოლოდ ახლა სცენაზე არა ერთი პარტნიორი, არამედ მთელი გუნდია.

მალე კი პომპეზურად, ყველა ტელეკამერის წინ, ოფიციალურად გამოჩნდება ახალ პარტიაში – საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. რა თქმა უნდა, საპატიო. რადგან პატივსაცემი პოზიციაა, პასუხისმგებლობა კი – სხვისი.

კლასიკური ქართული პოლიტიკური განაწილება: ერთი ცეკვავს, მეორე ბილეთებს ყიდის, მესამე კი ანგარიშებს ამოწმებს.
საბოლოო ჯამში, ეს არის თანამედროვე ქართული პოლიტიკის საუკეთესო მეტაფორა: ყველაფერი ევროპულად გამოიყურება, შიგნით კი ძველი, კარგად ცნობილი სცენარია. მხოლოდ როლები იცვლება, მსახიობები კი… ისევ იგივენი არიან.

ვულოცავთ ახალქორწინებულებს! დიდი ხნის ნანატრი პოლიტიკური ქორწილი შედგა. იმედია, ამჯერად თაფლობის თვე უფრო დიდხან გრძელდება და არა მორიგი განქორწინებით სასამართლოში. თუმცა… ისტორია გვეუბნება, რომ პარიჟანკას ქორწინებები ხანგრძლივობით არ გამოირჩევიან.
მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, რომ სიყვარულს შევეწინააღმდეგოთ?

პ.ს. სარჩელის შესადგენად ტყუილად შეწუხდები ბებო, ყველა ინფორმაცია ეყრნდობა სანდო და ნაცად წყაროს.

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია