25 ივნისი 2026

დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი):  ძაღლმადიდებლები სულიერი შეშლილები არიან (ვიდეო)

თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ძაღლმადიდებლებს სულიერი დაავადების ერთ- ერთი ნიშნად მიიჩნევს. დეკანოზი ქადაგებს, რომ ისინი „შეშლილები“ არიან, ოღონდ თავადარ იციან  და მიიჩნევენ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან, საზღად აზროვნებენ და სწორი ორიენტირები აქვთ.

  • „ ადამიანთა ჯგუფი , მაგალითად ძაღლმადიდებლები,შვილებზე მეტად უყვართ ძაღლები.

ჰოი, საკვირველებავ, ვაჟა-ფშაველაზე საკუთარ პოლიკლინიკაში მოჰყავთ ძაღლები, დიდი, პატარა,ცოფმორეული,დაწყნარებული … მაპატიეთ და ლეონიდ ბრეჟნევივით  ტუჩებში კოცნიდნენ ძაღლებს, არ ვაზვიადებ.

  • მე ესეთი მშობლები არ მინახია შვილებს  დაჰყვებოდნენ და ასე  თავს ევლებოდნენ. ამიტომ, ღირსი არიან შვილების ნაცვლად ძაღლები ჰყავდეთ და ჰყავთ კიდეც და ბედნიერები არიან.
  • ეს არის სულიერი დაავადების ერთ- ერთი ნიშანი. ზნეობა რომ ეშლება ადამიანს , სინდისს რომ აღარ უსმენს, ის სულიერად დაავადებული ხდებიან დროთა განმავლობაში.
  •  შეშლილები არიან ისინი, თვითონ არ იციან რა თქმა უნდა- ყველაზე ჭკვბიანები არიან, საზღად აზროვნებენ, სწორი ორიენტირები აქვთ..“- ქადაგებს დეკანოზი არჩილი.