სამხრეთ კავკასია რეგიონალურ პოლიტიკაში ახალ სიტყვას ამბობს !
გეოგრაფიის სამუდამო განაჩენი:
სამხრეთ კავკასია რეგიონალურ პოლიტიკაში ახალ სიტყვას ამბობს !
პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ვიზიტი ბაქოში და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია, რომ აზერბაიჯანი ჩვენი უალტერნატივო სტრატეგიული პარტნიორია.
6- წლიანი პაუზის შემდეგ 26 მაისიდან სამგზავრო მატარებლების აღდგენა და სტრატეგიული ენერგო- ხელშეკრულებების 20 წლით გაგრძელება მხოლოდ ეკონომიკა არ არის- ეს არის ჩვენი ურღვევი კავშირის დემონსტრირება.
გეოგრაფიამ გამოგვიტანა სამუდამო განაჩენი,რომ ჩვენ მარადიული პარტნიორები ვართ.ამ დიდ გეოპოლიტიკურ მოზაიკას სრულყოფილებისათვის მალე სომხეთიც საბოლოოდ შემოუერთდება.
სამხრეთ კავკასიის ეს სამი სახელმწიფო, თითქმის 18 მილიონიანი მოსახლეობით, აღარ არის მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი სხვებისთვის.
ჩვენ უკვე ვართ დამოუკიდებელი, ანგარიშგასაწევი და მძლავრი ძალა გლობალურ პოლიტიკაში.
ვინც რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ეძებს, ანგარიში სწორედ ჩვენს ერთობას უნდა გაუწიონ!
გაუწევენ კიდეც!
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ისტორიკოსი-მკვლევარი
დავით ჩიტაია

